ნიუ ჯერსის შტატში დასრულდა საიმიგრაციო პოლიციის სპეცოპერაცია, რომელიც ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ ოპერაციის შედეგად დააკავეს ამერიკის შეერთებულ შტატებში არალეგლურად მყოფი, წარსულში ნასამართლევი 123 იმიგრანტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, როგორიცაა: ბრაზილია, კოსტა რიკა, ეკვადორი, დომინიკის რესპუბლიკა, მექსიკა, გვატემალა, სალვადორი, იამაიკა, ნიკარაგუა, პერუ, პოლონეთი, ესპანეთი, ტრინიდადი, ჰონდურასი.
რეიდებმა ნიუ ჯერსის შტატის 14 ოლქი მოიცვა. დაპატიმრებულთა უმრავლესობას ბრალი ჰქონდა წაყენებული არაფხიზელ მდგომარეობაში მანქანის მართვის გამო. ზოგიერთ პირს ჩადენილი ჰქონდა ისეთი მძიმე დანაშაული, როგორიცაა: ბავშვთა შეურაცხყოფა, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, ნარკოტიკული საშუალებების გავრცელება, თაღლითობა, ოჯახური ძალადობა, თავდასხმა დამამძიმებელ გარემოებებში და იარაღის შენახვა, დაკავებისას წინააღმდეგობის გაწევა, ბავშვის კეთილდღეობისთვის საფრთხის შექმნა, გაყალბება, მაღაზიის გატეხა, ყაჩაღობა და ა. შ.
დაკავებულები საიმიგრაციო ციხეში მოათავსეს. უმრავლესობა დაელოდება სასამართლოს, რომელიც აპრილის ბოლოს გაიმართება, ზოგიერთ მათგანს კი, ვინც უკვე გადიოდა დეპორტაციის პროცედურას, ქვეყნიდან გააძევებენ.
„ჩვენი თანამშრომლებისა და სამართალდამცველი პარტნიორების შესანიშნავი შედეგები ნათლად აჩვენებს, რომ ICE (U.S. Immigration and Customs Enforcement; აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო უსაფრთხოების სამსახური) განუხრელად მზადყოფნაშია დაიცვას საზოგადოებრივი უსაფრთხოება“, – განაცხადა ნიუარკის (Newark) საველე ოფისის დირექტორმა ჯონ ცუკარისმა. ჩვენს შტატში 123 დამნაშავით ნაკლებია“.
ნიუ ჯერსის გენერალური პროკურორის, გუბირ გრევალის ახალი წესების – „საიმიგრაციო ნდობის დირექტივის“ მიხედვით, რომლიც 15 მარტს შევიდა ძალაში, პოლიციამ არ შეიძლება მოქალაქე გაჩხრიკოს ან დააპატიმროს საეჭვო საიმიგრაციო სტატუსის საფუძველზე. პოლიცია ასევე ვერ გამოჰკითხავს ვინმეს მის საიმიგრაციო სტატუსს, – ეს დაშვებულია მხოლოდ სერიოზული დანაშაულის გამოძიების შემთხვევაში. პოლიციას ასევე ეკრძალება ფედერალური ხელისუფლების მიერ განხორციელებულ სამოქალაქო საიმიგრაციო ოპერაციებში მონაწილეობა.
ნიუ ჯერსის შტატში განხორციელებული ერთთვიანი საიმიგრაციო სპეცოპერაცია სწორედ ამ ახალი წესების შემოღების შემდეგ ჩატარდა.
თინა ბედიაშვილი
ნიუ ჯერსი, აშშ
კომენტარები