ჯანმრთელობა

დარიჩინი თრომბების წარმოქმნას უშლის ხელს და ვარიკოზისგანაც გვიცავს

დარიჩინი თავისი უნიკალური გემობრივი თვისებებით და არომატით უპირობოდ იკავებს მოწინავე პოზიციებს მთელი მსოფლიოს გურმანების არჩევანს შორის. დღეს დარიჩინს უმატებენ ყავაში, სასმელებში, ნამცხვრებში, სხვა ტკბილეულსა და დესერტებში მკვეთრად გამოხატული გემოსა და არომატის მისაცემად.

კულინარიაში ფართო გამოყენების გარდა დარიჩინს ადამიანები ჯერ კიდევ ძალიან ძველად იყენებდნენ სამედიცინო თვალსაზრისით. დარიჩინის სასარგებლო თვისებების შესწავლის მიზნით ჩატარებული თანამედროვე სამეცნიერო კვლევები ანტიკურ დროში არსებულ შეხედულებებს მეცნიერულად ადასტურებს.

თანამედროვე კვლევების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა არის დარიჩინის ანტიკოაგულაციური თვისებები – ეს სანელებელი სისხლის შედედების აქტივობას ამცირებს და თრომბების წარმოქმნას უშლის ხელს, აგრეთვე, ამაგრებს გულსისხლძარღვოვან სისტემას.

თრომბოციტების რაოდენობის ზრდა სისხლძარღვებში სისხლის ნორმალურ მოძრაობას უშლის ხელს, რასაც მოჰყვება შენადედების წარმოქმნა და იზრდება გულის თუ ცერებრალური ინსულტის რისკი. დარიჩინის მჟავას ალდეჰიდი, რომელიც ამ სანელებელში შედის, ორგანიზმს თრომბების წარმოქმნისგან იცავს.

დარიჩინი ებრძვის, აგრეთვე, ქალებში ისეთ გავრცელებულ პრობლემას, როგორიცაა ვენების ვარიკოზული გაგანიერება და ე. წ. „ვარსკვლავები“ ფეხებზე.

ზემოთქმულის შემდეგ ალბათ გასაგებია, რატომ უნდა ჩართოთ აუცილებლად ეს სანელებელი თქვენს ყოველდღიურ რაციონში და თუ ყავის მორიგი შეკვეთისას ოფიციანტი გკითხავთ: „დარჩინით თუ შოკოლადით?“ – დაუფიქრებლად გააკეთოთ არჩევანი დარიჩინზე.

არ უნდა დაგვავიწყდეს არც დარიჩინის უკუჩვენებები! მისი გამოყენება რეკომენდებული არ არის:

  • მაღალი წნევის, ეპილეფსიისა და ნერვული გამოფიტვის დროს;
  • რაიმე სახის სისხლდენის დროს – დარიჩინი სისხლს ათხელებს;
  • თირკმელების და ღვიძლის დაავადებების დროს;
  • ორსულობის და ძუძუთი კვების დროს;
  • იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მედიკამენტს სვამთ (წამალთან ურთიერთქმედებისას დარიჩინი მის მოქმედებას ცვლის).

კირა კარიაული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close