მილანში ქართველი სტუდენტი გოგონა გარდაცვლილი იპოვეს, საქმეს იტალიის პოლიცია იძიებს

მილანში 27 წლის ქართველი ახალაგზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს. ფაქტს ადასტურებს იტალიაში საქართველოს საკონსულო. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს. როგორც არხს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ახალგაზრდა ქალის გადმოსვენების საკითხი მას შემდეგ გაირკვევა, რაც იტალიის მხარე ოფიციალურ პროცედურებს დაასრულებს.

გარდაცვლილი 27 წლის იზა ქავთარაძეა. ახალგაზრდა ქალი ვანო სარაჯიშ­ვი­ლის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კურსდამთავრებულია.

იზა ქავთარაძე სა­ქარ­თვე­ლო­ში ყოფ­ნის დროს სა­ქარ­თვე­ლოს ეროვნუ­ლი უნივერსიტეტის თეატრალური და­სის მსა­ხი­ო­ბი იყო. მოგვიანებით იგი იტალიაში, მილანში წავიდა სასწავლებლად.

ფოტო: იზა ქავთარაძის ფეისბუქგვერდიდან

„გარდა­იც­ვა­ლა სეუს თე­ატ­რა­ლუ­რი და­სის პირ­ვე­ლი თა­ო­ბის მსა­ხი­ო­ბი და მომ­ღე­რა­ლი იზა ქავ­თა­რა­ძე…. სეუს თე­ატ­რა­ლუ­რი დასი მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს ჩვე­ნი უმ­შვე­ნი­ე­რე­სი იზას გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო და უსამძიმ­რებს მის ოჯახს და ახ­ლობ­ლებს“, – წერენ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის თეატრალური დასის წევრები სამძიმრის წერილში.

ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების ფაქტს იტალიის პოლიცია იძიებს.

კომენტარები