იტალიელი კალათბურთელი და მოდელი, რომელმაც სიმსივნე დაამარცხა და იტალიის ყველაზე სექსუალური სპორტსმენი გახდა

პროფესიონალი იტალიელი კალათბურთელი ვალენტინა ვინიალი (VALENTINA VIGNALI) მოდელობითაც არის დაკავებული. იგი მილანის კლუბ IDEASPORT PALLACANESTRO-ში თამაშობს და უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს, რაც სრულიად ბუნებრივია: ვალენტინა ალბათ ერთი-ერთი ყველაზე მომხიბვლელი და სექსუალური კალათბურთელია ქალთა კალათბურთის ისტორიაში. ვალენტინას ინსტაგრამზე 1,9 მილიონი გამომწერი ჰყავს, თუმცა ბევრ მათგანს წარმოდგენაც არ აქვს, რა მძიმე პერიოდი გამოიარა ახალგაზრდა ქალმა ცხოვრებაში – მან სიმსივნე დაამარცხა.

2012 წელს გუნდ „ფორტიტუდოს“ ექიმმა, რომელშიც ვალენტინა თამაშობდა, ყურადღება მიაქცია უცნაურ სიმკვრივეს, რომელიც გოგონას ყელზე აღენიშნებოდა და ურჩია, ონკოლოგთან გაევლო კონსულტაცია. ახალგაზრდა ქალს ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნე – ფოლიკულარული კარცინომა აღმოაჩნდა და საკმაოდ რთული ოპერაცია გადაიტანა. ოპერაციის და მკურნალობის შემდეგ შემდეგ ვალენტინამ გააგრძელა მუშაობა სპორტშიც და სამოდელო სფეროშიც და 3 წლის შემდეგ უკვე მთლიანად ჩადგა ფორმაში.

ნახეთ ვალენტინას შთამბეჭდავი ფოტოები მისი ინსტაგრამიდან.

 

კომენტარები