საიმიგრაციო კანონმდებლობის სიახლეები

ნატურალიზაციის გზით საბერძნეთის მოქალაქეობაზე განაცხადის შეტანისას საჭირო ბინადრობის უფლების კატეგორიები (ნაწილი 2)

საბერძნეთის ტერიტორიაზე ცხოვრების ხანგრძლივობის მოთხოვნები იყოფა 3 ძირითად კატეგორიად:

ა. 7 წელი

ბ. 3 წელი

გ. 12 წელი

ა. 7 წელი

ა. 7 წელიწადში მოქალაქეობაზე განცხადების შეტანა შეუძლიათ იმ პირებს, რომლებსაც აქვთ შემდეგი კატეგორიის ბინადრობის უფლებები:

ა. 1. ბინადრობის ნებართვა ქვეყანაში ხანგრძლივად ცხოვრების საფუძველზე (ბერძ. «άδεια επί μακρόν διαμένοντος»).

ა. 2. ბინადრობის უფლება, რომელიც ეძლევა საბერძნეთის მოქალაქის ოჯახის წევრებს ან ევროკავშირის მოქალაქის ოჯახის წევრებს.

ა. 3. ბინადრობის უფლების ბარათი, რომელიც ეძლევა დამხმარე დაცვის სტატუსის (ბერძ. «Επικουρική Προσπασία») ქვეშ მყოფ პირს, ან ბინადრობის უფლება, რომელიც გაიცემა ჰუმანიტარული მიზეზების საფუძველზე (ან ზემოაღნიშნული ბინადრობის უფლებების მქონე პირების ოჯახის წევრები).

ა. 4. მეორე თაობის ბინადრობის უფლება.

ა. 5. ბინადრობის უფლება განუსაზღვრელი დროით ან 10-წლიანი ბინადრობის უფლება.

ა. 6. ბინადრობის ნებართვა საინვესტიციო საქმიანობის საფუძველზე (ამ პირებს მიკუთვნებიან მხოლოდ ძირითადი ინვესტორები).

ა. 7. ბინადრობის უფლება უძრავი ქონების მფლობელობის საფუძველზე ან ინვესტორის მუდმივი ბინადრობის ნებართვა.

ბ. 3 წელი

ბ. 3 წელიწადში მოქალაქეობაზე განცხადების შეტანა შეუძლიათ იმ პირებს რომლებსაც აქვთ შემდეგი კატეგორიის ბინადრობის უფლებები:

ბ. 1. საბერძნეთში ცხოვრების მოწმობა ან სხვა სახის ბინადრობის უფლება, რომელიც გაიცემა ევროკავშირის მოქალაქეებზე ან ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (ინგ. EFTA, “European Free Trade Association”) წევრi ქვეყნების მოქალაქეებზე.

ბ. 2. ბინადრობის უფლება, რომელიც ეძლევა ლტოლვილის (ბერძ. «Άσυλο») სტატუსის ქვეშ მყოფ პირს ან ასეთი ბინადრობის უფლების მქონე პირის ოჯახის წევრს.

ბ. 3. სამოგზაურო დოკუმენტები ან სპეციალური ბარათი, რომელიც გასცა ადგილობრივმა უწყებამ მოქალაქეობის არმქონე პირების სტატუსის შესახებ ნიუ-იორკის საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე.

ბ. 4. ბერძენი მოქალაქის მეუღლე, რომელსაც ჰყავს შვილი და აქვს ზემოჩამოთვლილ ბინადრობის უფლებათაგან ერთ-ერთი.

ბ. 5. ბერძენი მოქალაქის მშობელი, რომელსაც აქვს ზემოჩამოთვლილ ბინადრობის უფლებათაგან ერთ-ერთი (და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს საბერძნეთის მოქალაქეობა არ მიუღია 1A მუხლის მიხედვით (1A მუხლი ეხება საბერძნეთის მოქალაქეობის მიღებას საბერძნეთის ტერიტორიაზე დაბადების და სკოლაში სწავლის საფუძველზე)).

გ. 12 წელი

გ. თუ ზემოთ მოყვანილ ბინადრობის უფლებათაგან არცერთი გაქვთ, მაინც არსებობს შანსი იმისა, რომ შეძლოთ მოქალაქეობაზე განცხადების შეტანა.

ამისათვის საჭიროა, განცხადების შეტანის დროს გქონდეთ ნებისმიერი სახის ბინადრობის უფლება (დროებითის გარდა) და დაადასტუროთ, რომ საბერძნეთში ცხოვრობთ კანონიერად ბოლო 12 წლის განმავლობაში (ასეთი ბინადრობის უფლება, მაგალითისთვის, შეიძლება იყოს ბინადრობის უფლება დამსაქმებელთან მომუშავე პირებისთვის (ბერძ. «άδεια διαμονής για εξαρτημένη εργασία»).

ადვოკატ პაატა სიმსივეს ტელეფონი: 6994723456

იხილეთ სტატიის პირველი ნაწილი ამ ლინკზე:

ნატურალიზაციის გზით საბერძნეთის მოქალაქეობაზე განაცხადის შეტანისას საჭირო ბინადრობის უფლების კატეგორიები

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close