იტალიაკრიმინალისაზოგადოება

ნეაპოლის პროვინციაში გარდაცვლილი ქალის ნათესავებმა საავადმყოფო დაარბიეს და ექიმებს ფიზიკურად გაუსწორდნენ

10-მდე კაცმა დაარბია სანტა ანნას და სანტისიმა მარია დელა ნევეს სახელობის საავადმყოფოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილება ბოსკოტრეკასეში (BOSCOTRECASE, ნეაპოლის პროვინცია); მათ სცემეს ექიმებს, ექთნებს, დააზიანეს ავეჯი და სამედიცინო დანადგარები.

დამრბევებმა შური იძიეს საკუთარი ნათესავის, 55 წლის ქალის გარდაცვალების გამო, რომელიც ამ საავადმყოფოში სიკვდილამდე 4 დღით ადრე მოათავსეს. საქმეში კარაბინერები ჩაერივნენ წესრიგის დასამყარებლად და დამნაშავეების გამოსავლენად. ყველა დამრბევი სასამართლოს წინაშე წარდგება თავისი ნამოქმედარის გამო.

თავის მხრივ, ქალის ნათესავებმაც შეიტანეს პროკურატურაში საჩივარი, რომელშიც ექიმებს დაუდევრობასა და გულგრილობაში სდებენ ბრალს. პროკურატურამ  საქმის გამოძიება დაიწყო. გარდაცვლილი ქალის ცხედარს, სასამართლოს დადგენილებით, კასტელმარე დი სტაბიას მორგში გაკვეთენ, რათა გარდაცვალების მიზეზი დაადგინონ.

წყარო: https://video.corrieredelmezzogiorno.corriere.it/muore-donna-all-ospedale-boscoreale-parenti-assaltano-reparto/78e5fd82-33b7-11e9-9323-a6839c17bf70

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close