საზოგადოებაიტალიასაზოგადოებასაქართველო

ორი იტალიელი აფხაზეთში

როგორ ცხოვრობს ხალხი აფხაზეთში? როგორ ართმევს თავს პრობლემებს და როგორ იხსენებს 25 წლის წინანდელ ომს? ორი იტალიელიპიერ პაოლო მიტიკა და ალესანდრო ტეზეისაქართველოს ოკუპირებულ რეგიონში ჩავიდა დოკუმენტური ფილმის გადასაღებად.

მათ ესაუბრა რადიო „თავისუფლების“ პროექტ „ეხო კავკაზას“ კორესპონდენტი ელენა ზავოდსკაია.

პიერ პაოლო მიტიკა ფოტოგრაფია, ხოლო ალესანდრო ტეზეი – ოპერატორი და მონტაჟის სპეციალისტი. ერთი – ვენეციელი, მეორე – ანკონელი. ისინი რამდენიმე წელია ერთად მუშაობენ და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში იღებენ დოკუმენტურ ფილმებს.

აფხაზეთში მათი ტანდემი მუშაობს ფილმზე იტალიურ ინტერნეტპორტალ „ოკი დელა გუერასთვის“ (http://www.occhidellaguerra.it/) – სამხედრო თემაზე სპეციალიზებული საიტისათვის. ის 2013 წლიდან არსებობს, თანამშრომლობს დამოუკიდებელ რეპორტიორებთან, რომლებიც მთელი მსოფლიოს ცხელ წერტილებსა და პოსტკონფლიქტურ რეგიონებში ჩადიან.

მიტიკასა და ტეზეის მასპინძელი, ოჩამჩირეში გესტჰაუზის მფლობელი მირონ ზუხბა ამბობს, რომ იტალიელები მას ინტერნეტის მეშვეობით დაუკავშირდნენ და ახლა მათ თარჯიმნობასა და გიდობას უწევს.

პიერ პაოლო მიტიკას აზრით, ფოტოგრაფია გეხმარება უკეთ გაიგო, როგორ ცხოვრობს ხალხი სხვა ქვეყნებში. როცა ახალი პროექტი დავიწყე, ინტერნეტში ვეძებდი შთაგონებას, მინდოდა გამეგო, რომელი ქვეყნით დავკავებულიყავი. სრულიად შემთხვევით გადავეყარე აფხაზეთის რამდენიმე ფოტოს. ოდესღაც მსმენოდა აფხაზეთზე, მაგრამ არაფერი ვიცი მის შესახებ. დავინტერესდი, როგორ ცხოვრობს აქ ხალხი ომის დამთავრებიდან 25 წლის შემდეგ, როგორ ცხოვრობდა ომის დროს. ვხედავ, რომ ომის იარები აქ ჯერ კიდევ ძალიან ძლიერია“.

მიტიკასა და ტეზეის ერთობლივ ნამუშევრებს შორის არის, მაგალითად, ფილმები ფუკუშიმისა და ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურებზე, ბირთვულ ენერგიასთან დაკავშირებულ პერსპექტივებსა და პრობლემებზე. აფხაზეთში ისინი, ტეზეის თქმით, „კლასიკურ დოკუმენტურ ფილმზე“ მუშაობენ. ხანგრძლივობა 50 წუთი ან მეტი იქნება.

ტეზეის აფხაზეთი „ძალიან საინტერესო და დიდი პოტენციალის მქონე ქვეყნად“ მიაჩნია – კერძოდ, ხედავს დიდ ტურისტულ პოტენციალს, აქებს ზღვასთან მთების სიახლოვესა და სამზარეულოს.

პიერ პაოლო მიტიკა და ალესანდრო ტეზეი ორი კვირა რჩებიან აფხაზეთში. მათ იმედი აქვთ, რომ ჩაწერენ ინტერვიუებს ადამიანებთან, ვისაც ომი ახსოვს, ვინც კონფლიქტში მონაწილეობდა; ესაუბრებიან კულტურის მოღვაწეებსა და პოლიტიკოსებს.

წყარო: www.radiotavisupleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close