შემზარავი ოჯახური ტრაგედია იტალიის ქალაქ პატერნოში (კატანიის პროვინცია) მოხდა: ოჯახური წყვილი და მათი 4 და 6 წლის შვილები საკუთარ ბინაში მოკლულები იპოვეს.
პირველადი ჰიპოთეზის თანხმად, ეს არის მკვლელობა-თვითმკვლელობა: 35 წლის ფინანსურმა კონსულტანტმა ჯანფრანკო ფალიკამ, სავარაუდოდ, ეჭვიანობის ნიადაგზე ჯერ თავისი ცოლი, 34 წლის სინცია პალამბო და შვილები – 6 წლის დანიელე და 4 წლის გაბრიელე დახოცა ცეცხლსასროლი იარაღით, შემდეგ კი თავი მოიკლა.
პოლიცია ნათესავებმა გამოიძახეს, რომლებიც შეშფოთებულები იყვნენ იმით, რომ სატელეფონო ზარებზე არავინ პასუხობდა.
მკვლელობა პატერნოს ცენტრში, ლიბერტას ქუჩის 25 ნომერში მდებარე სახლში მოხდა.
ბინაში 22 მმ კალიბრის პისტოლეტი იპოვეს, მამაკაცს იარაღის ფლობის უფლება ჰქონდა. პოლიციის ვარაუდით, სწორედ ეს პისტოლეტი გამოიყენა მან მკვლელობისა და თვითმკვლელობისთვის.
პატერნოს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.
კომენტარები