ბერძნული ენა – მეთოთხმეტე გაკვეთილი
წარმოგიდგენთ ბერძნული ენის მეთოთხმეტე გაკვეთილს. დიალოგი საჩუქრების მაღაზიაში მიმდინარეობს.
თავდაპირველად გავეცნოთ დიალოგის ტექსტს:
Γεια σας (იასას) – გამარჯობა!
Γεια σας, καλώς ήρθατε στο μαγαζί μας. Σε τι μπορώ να σας εξυπηρετήσω; (იასას, კალოს ირთატე სტო მაღაზი მას. სე ტი ბორო ნა სას ექსიპერეტისო) – გამარჯობა, მოგესალმებით ჩვენს მაღაზიაში. რით შემიძლია გემსახუროთ?
Είμαι τουρίστρια. Βρίσκομαι στην Ελλάδα για δεκαπέντε μέρες και τώρα φεύγω για την χώρα μου. Θέλω να αγοράσω μερικά δώρα για την οικογένειά μου, τους συγγενείς και τους φίλους μου. (იმე ტურისტრია. ვრისკომე სტინ ელადა ია დეკაპენდე მერეს კე ტორა ფევგო ია ტინ ხორა მუ. თელო ვა აღორასო მერიკა დორა ია ტინ იკოგენია მუ, ტუს სიგენის კე ტუს ფილუს მუ) – მე ტურისტი ვარ. ვიმყოფები საბერძნეთში თხუთმეტი დღით და ახლა ვბრუნდები ჩემს ქვეყანაში. მსურს შევიძინო საჩუქრები ჩემი ოჯახის წევრებისთვის, ნათესავებისა და მეგობრებისთვის.
Έχουμε πολλά αντικείμενα κατάλληλα για δώρα, άλλα μικρά και άλλα μεγάλα, πολλά φτήνα και μερικά πιο ακριβά. Τι θα θέλατε; (ეხუმე პოლა ანტიკიმენა კატალილა ია დორა, ალა მიკრა კე ალა მეღალა, პოლა ფტინა კე მერიკა პიო აკრივა. ტი თა თელატე) – გვაქვს ბევრი სხვადასხვა ნივთი, რომლებიც საჩუქრად გამოდგება. ბევრი მათგანი იაფია და ზოგიერთი შედარებით ძვირი. რას ისურვებდით?
Δεν έχω πολύ χώρο στις βαλίτσες μου. Γι’ αυτό θέλω να μάθω αν μπορείτε να τα στείλετε εσείς; – (დენ ეხო პოლი ხორო სტის ვალიცეს მუ. იავტო თელო ნა მათო ან ბორიტე ნა ტა სტილეტე ესის) – არ მაქვს საკმარისი ადგილი ჩანთებში და ამიტომ მაინტერესებს, თუ შეგიძლიათ თქვენ გამომიგზავნოთ?
Στέλνουμε σε όλα τα μέρη του κόσμου. Τα συσκευάζουμε ωραία ώστε να μη σπάσουν (სტელნუმე ეს ოლა ტა მერი ტუ კოზმუ. ტა სისკევაზუმე ორეა ოსტე ნა მი სპასუნ) – მსოფლიოს ყველა კუთხეში ვგზავნით. ნივთებს კარგად ვფუთავთ, რომ არ გატყდეს.
Πόσο καιρό κάνει ένα δέμα από την Ελλάδα στην Αμερική; (პოსო კერო კანი ენა დემა აპო ტინ ელადა სტინ ამერიკი) – რამდენ ხანში ჩადის ამანათი საბერძნეთიდან ამერიკაში?
Τα δέματά μας τα στέλνουμε αεροπορικώς. Σε δεκαπέντε μέρες θα πάρετε το δέμα σας. (ტა დემატა მას ტა სტელნუმე აეროპორიკოს. სე დეკაპენდე მერეს თა პარეტე ტო დემა სას) – ამანათებს საჰაერო გზით ვგზავნით. თქვენს კუთვნილ ამანათს თხუთმეტ დღეში მიიღებთ.
Και πόσο στοιχίζει ένα δέμα αεροπορικώς; (კე პოსო სტიხიზი ენა დემა აეროპორიკოს) –და რა ჯდება თვითმფრინავით ერთი ამანათის გაგზავნა?
Εξαρτάται από το βάρος. (ექსარტატე აპო ტო ვაროს) – ეს დამოკიდებულია ამანათის წონაზე.
Είναι ασφαλισμένο το δέμα; (ინე ასფალიზმენო ტო დემა) – ამანათი დაზღვეულია?
Μάλιστα, το ασφαλίζουμε. Αν χαθεί ή αν καταστραφεί, η ασφάλεια το πληρώνει. Επομένως δεν πρέπει να φοβάστε τίποτα. (მალისტა, ტო ასფალიზუმე. ან ხათი ი ან კატასტრაფიი ასფალია ტო პლირონი. ეპომენოს დენ პრეპი ნა ფოვასტე ტიპოტა) – დიახ, ამანათს ვაზღვევთ. თუკი დაიკარგება ან დაზიანდება, დაზღვევა ანაზღაურებს. შესაბამისად, არაფრის უნდა გეშინოდეთ.
ვისწავლოთ რამდენიმე ახალი სიტყვა და გამოთქმა:
Συγγενής (სიგენის) – ნათესავი
Δώρα (დორა) – საჩუქრები
Συσκευάζουμε (სისკევაზუმე) – ვფუთავთ
Δέμα (დემა) – ამანათი
Πόσο στοιχίζει (პოსო სტიხიზი) – რამდენი ჯდება, რა ღირს
ახლა კი, ტრადიციულად, ვნახოთ ვიდეო:
კომენტარები