სამშობლოზე არ შეიძლება განაწყენებული იყო – ვინ აშენებს ემიგრანტებსა და საქართველოს შორის სიყვარულის ხიდს?

„არ მინდა, ემიგრაციაში გაზრდილი ახალგაზრდები საკუთარ ფესვებს მოსწყდნენ და ძალიან მინდა, მათ საქართველოშიც იცნობდნენ“,  – ეს წარმატებული ემიგრანტი ქალის სურვილია. სურვილი კი არა, ცხოვრების მიზანი. ინა ასანიძე ამჟამად ამერიკაში ცხოვრობს. იგი ამბობს, რომ ძალიან ატკინეს გული საქართველოში, მაგრამ მისთვის ხვალინდელი დღეცა და მომავალიც მაინც საქართველოთი იწყება, რადგან სამშობლო ერთია და მას ვერაფერი შეცვლის.

ინა ასანიძემ ცხოვრების  დიდი ნაწილი ემიგრაციაში გაატარა. იგი საქართველოში დაიბადა, მაგრამ მშობლები რუსეთში გადავიდნენ საცხოვრებლად და შვილებიც თან წაიყვანეს. 21 წლისა დაბრუნდა სამშობლოში. მერე იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სტუდენტობა, სიყვარული…

ერთმანეთი ერთი ნახვით შეგვიყვარდა. მერე დაიწყო ჩემი ცხოვრების ულამაზესი, ფეიერვერკებით სავსე ხანა. 24 წლის გოგონა ჩემზე ბევრად უფროს მერაბიძეს გავყევი ცოლად. იმავე წელს დაიბადა ჩვენი ბიჭიბუგა. ეს იყო ჩემი ცხოვრების უბედნიერესი ხანა1997 წელს მისი დაღუპვა კი… – ჩემი ტრაგიკული ცხოვრების დასაწყისითბილისში ახლობლის დაკრძალვაზე ჩამოვედით. ჩემს დაბადების დღეზე სიურპრიზი გამიკეთასაუკეთესო რესტორანი ვარდებითა და ჩემი მეგობრებით აავსო, დაუვიწყარი დღესასწაული მომიწყო. ეს იყო ჩემი ბოლო ბედნიერი დაბადების დღე. ორ კვირაში მერაბი საბედისწერო გასროლამ იმსხვერპლა

მერე იყო მარტოხელა ქალის ტკივილითა და პრობლემებით სავსე ცხოვრება, თუმცა მაინც აქტიური და მოუსვენარი. 2006 წლიდან ინა ასანიძე ამერიკაში წავიდა ემიგრაციაში. 2012 წლის   საპარლამენტო არჩევნებისთვის ემიგრანტების მარშში ჩაერთო და მისი თანაორგანიზატორი გახდა. ეს აქცია საქართველოში დღესაც ყველას ახსოვს, რადგან მაშინ ემიგრანტების აქტიურობამ ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ითამაშა არჩევნების ბედის გადაწყვეტაში. ინა ასანიძე ახალ ხელისუფლებასთან ერთად ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად ჩაერთო. ბუნებრივია, ემიგრანტები არ დავიწყებია და მათ დახმარებას მუდამ ცდილობდა. სწორედ აქედან გამომდინარე ჩაუყარა საფუძველი საქართველოში მნიშვნელოვან პროექტს  – „წარმატებული ემიგრანტი ქალი“.

„2012 წელს პოლიტიკაში ჩემი ჩართვის ინსპირატორი იმჟამინდელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, გრიგოლ ვაშაძის ბრძანებით ემიგრანტებისთვის ხმის მიცემის შეზღუდვა აღმოჩნდა. პროტესტის ნიშნად, ნიუ-იორკის ქუჩებში ქართველების მობილიზება შევძელი და ქუჩებში გავატარე რეგისტრაცია. მერე სააგიტაციოდ სხვა შტატებშიც გადავინაცვლე, ჩემს მეგობრებთან ერთად სხვა ქვეყნებში მყოფ ემიგრანტებსაც მივაწვდინეთ ხმა და სწორედ ამას მოჰყვა არჩევნებამდე სტამბოლში მოწყობილი „ემიგრანტების მარში“. საქართველოში დაბრუნებულმა რამდენიმე ემიგრანტმა მეგობრებთან ერთად დავაარსეთ ორგანიზაცია „მე დავბრუნდები“ და ამას ბევრი ღონისძიება მოჰყვა. ნიუ-იორკში ბევრი ქალი გავიცანი, რომლებიც აქაურ ქართველებს ეხმარებოდნენ. თითოეული მათგანი გმირია, რადგან საქართველოში რამდენიმე ოჯახს არჩენს, უცხოეთში კი ქართულ საქმეს აკეთებს. ვიფიქრე, რომ ეს ხალხი აუცილებლად უნდა გაეცნო საქართველოს. პროექტი „წარმატებული ქართველი ემიგრანტი ქალები“ სწორედ დედაჩემის ხსოვნას მივუძღვენი. მის განხორციელებაში ყოველთვის მეხმარებოდნენ ბატონი კახა კალაძე და საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბატონი ზვიად კვაჭანტირაძე“, – ამბობს ქალბატონი ინა.

პროექტის „წარმატებული ქართველი ემიგრანტი ქალები“ ფარგლებში ღონისძიებები ყოველ წელს ერთი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა და 10 მარტს დაჯილდოებით სრულდებოდა. რადგან მისი სულისჩამდგმელი ისევ ემიგრაციაში აღმოჩნდა, მომავალ წელს დაჯილდოება 2019 წლის 10 ივლისს გაიმართება. ინა ასანიძის განცხადებით, წარმატებული ემიგრანტი ქალების შესარჩევი ასპარეზი მკვეთრად გაიზრდება.

კიდევ ერთი პროექტი, რომელსაც ამერიკაში ჩაეყარა საფუძველი, ისევ ემიგრამტების მონაწილეობას გულისხმობს.

დავარეგისტრირე ორგანიზაცია ქართული დიასპორული ცენტრი, გვერდით დავიყენე აქ მცხოვრები ახალგაზრდა ქართველი სტუდენტი გოგონასალომე სალაძე და უკვე ახალი პროექტიც გვაქვს – 25 აგვისტოს ამერიკაში, ატლანტიკ-სითის ულამაზეს ისტორიულ დარბაზში გრანდიოზულად ჩავატარებთ სიმღერის პირველ საერთაშორისო ქართულ დიასპორულ ფესტივალ-კონკურსს, სადაც ჟიურის წევრებად აუცილებლად გვეყოლებიან ჰოლივუდის ვარსკვლავები. ფესტივალში დაახლოებით 15 ქვეყანაში მცხოვრები, 17-დან 25 წლამდე ასაკის ემიგრანტი ქართველი ახალგაზრდები მიიღებენ მონაწილეობას. ვიწყებთ ამერიკით და ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყანაში ჩავატარებთ ამ ღონისძიებას. არ მინდა, ეს ახალგაზრდები საკუთარ ფესვებს მოსწყდნენ, ისინი საქართველომაც უნდა გაიცნოს.

 საქართველოში ყოფნისას ინა ასანიძე ჭიათურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყო, დავით აღმაშენებლის აკადემიის პრორექტორი. იგი დღემდე რჩება საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საბჭოს წევრად. მიაჩნია, რომ იშვიათია ქალი, ვისაც ისე ატკინეს გული და შეურაცხყვეს, როგორც მას – ადამიანს, რომელსაც არასდროს უღალატია  ქვეყნისთვის და თავისი პრინციპებისთვის, ერთგულად ემსახურებოდა თავის ქალაქს და ორგანიზაციას. ქალბატონ ინას მიაჩნია, რომ არასწორად მოიქცა არჩევნების პირველ ტურში რომ არ მიიღო მონაწილეობა და თავისი ერთი ხმა არ გახადა სამაგალითოდ განაწყენებული თანამოაზრეებისთვის.

სამშობლოზე არ შეიძლება განაწყენებული იყო – ეს მარადიული ჭეშმარიტებაა, რომელსაც ისეთი ადამიანი, როგორიც ინა ასანიძეა, ვერასდროს გადაუხვევს.

 ნინო ხოშტარია

 

კომენტარები