პოლიტიკასაზოგადოებასაბერძნეთი

საბერძნეთის სახელმწიფომ და ეკლესიამ მნიშვნელოვან შეთანხმებას მიაღწიეს – ამიერიდან მღვდელმთავრები სახელმწიფო მოხელებად აღარ ითვლებიან

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა და საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის არქიეპისკოპოსმა იერონიმოს II-მ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწიეს: ამიერიდან მღვდლებსა და ეპისკოპოსებს აღარ ექნებათ სახელმწიფო მოხელის სტატუსი და შესაბამისი სახელფასო ანაზღაურება. შედეგად, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ერთმანეთისგან სახელმწიფოსა და ეკლესიის გამიჯვნის გზაზე.

ახალი შეთანხმების მიხედვით, სასულიერო პირებისთვის სახელმწიფო მოხელის სტატუსის გაუქმების შემდეგ სახელმწიფო ყოველწლიურად გამოყოფს 198 მილიონ ევროს, რომელსაც ეკლესია დახარჯავს სამღვდელოების ხელფასისთვის. სუბსიდიის მოცულობა არ შეიცვლება იმის მიხედვით, შემცირდება თუ გაიზრდება სასულიერო პირების რაოდენობა.

თავის მხრივ, ეკლესიას ერთპიროვნული პრეტენზია აღარ ექნება იმ უძრავ ქონებაზე, რომლის გამოც სახელმწიფოსთან დავა მიმდინარეობს 1952 წლიდან. შეთანხმების თანახმად, საბერძნეთის მთავრობა და ეკლესია შექმნიან ერთობლივ ფონდს, რომელსაც სამართავად გადაეცემა სადავო ქონება. შემოსავალი და ხარჯი მათ შორის თანაბრად განაწილდება. ფონდს სათავეში 5-კაციანი საბჭო ჩაუდგება. საბჭოს ორ წევრს ეკლესია წარადგენს, ორს – სახელმწიფო და ერთს – საზოგადოება.

საბერძნეთში მართლმადიდებელი ეკლესია საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მართლმადიდებლობის, როგორც უპირატესი რელიგიის სტატუსი ქვეყნის კონსტიტუციით არის გარანტირებული. პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა აღუთქვა არქიეპისკოპოს იერონიმოს II-ს, რომ კონსტიტუციის არსებული დებულება არ შეიცვლება და ეკლესია თავის პრივილეგირებულ იურიდიულ სტატუსს შეინარჩუნებს.

გიორგი ჯანელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close