მედიცინამსოფლიოტექნოლოგიები

ახალ მოწყობილობას შეუძლია ინსულტი 30 წამში გამოავლინოს 92%-იანი სიზუსტით

რამდენიმე ამერიკული უნივერსიტეტის ნეიროქირურგიის განყოფილებების მკვლევარებმა ერთობლივად შეიმუშავეს მოწყობილობა, რომელსაც ინსულტის გამოვლენა 92%-იანი სიზუსტით შეუძლია. მათ მიერ წარმოებული კვლევების შესახებ მოთხრობილია JOURNAL OF NEUROINTERVENTIONAL SURGERY-ში დაბეჭდილ სტატიაში.

ინსულტის ამომცნობი ახალი მოწყობილობის შემქმნელებმა ის 248 მონაწილეზე გამოცადეს, რომელთაგან 41-ს მწვავე ინსულტი ჰქონდა, 128-ს ინსულტის ნაკლებად გამოხატული სიმპტომები აღენიშნებოდა, ხოლო 79 სრულიად ჯანმრთელი იყო. ტვინის გამოკვლევას ახალი მოწყობილობის გამოყენებით მხოლოდ 30 წამი სჭირდება.

ინსულტიანი პაციენტების გამოვლენა ხელსაწყომ 93%-იანი სიზუსტით შეძლო, ხოლო ჯანმრთელი ადამიანების გარჩევა ინსულტიანი პაციენტებისგან – 92%-იანი სიზუსტით. ტექნიკა, რომელსაც დღეს იყენებენ ინსულტის გამოსავლენად, სისხლძარღვის დაცობის მხოლოდ 40-89%-ში იძლევა ზუსტ სურათს.

ამერიკელი მეცნიერების მიერ შექმნილი ახალი მოწყობილობა რადიოტალღების მეშვეობით ამოწმებს სითხეების მოძრაობას ტვინში. ინსულტის შემთხვევაში ის სისხლძარღვების გამტარუნარიანობის ცვლილებებს აჩვენებს. რაც უფრო ძლიერად არის გამოხატული ცვლილებები, მით უფრო სერიოზულია პაციენტის ტვინის დაზიანება.

ოპერაცია პაციენტს ინსულტის გამოვლენიდან 24 საათის განმავლობაში შეიძლება ჩაუტარდეს, თუმცა რაც უფრო სწრაფად ჩატარდება ოპერაცია, კეთილსაიმედო შედეგის ალბათობა მით მეტია, ამიტომ არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინსულტის რაც შეიძლება სწრაფად გამოვლენა. ამერიკელი მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მათ მიერ შექმნილი მოწყობილობა ექიმებს ძვირფასი დროის დაზოგვის საშუალებას მისცემს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close