სომხური წარმოშობის ბერძენი მომღერლის წარმატება ბრიტანული X-ფაქტორის კონკურსზე

ბრიტანული X-ფაქტორი ასეთი სახის კონკურსებს შორის ყველაზე პრესტიჟულად ითვლება. ახალი, მე-15 სეზონის დასაწყისი წარმატებული გამოდგა სომხური წარმოშობის ბერძენი მომღერლის, ათინა მანუკიანისათვის.

ათინა საბერძნეთიდან ლონდონში ჩავიდა და მკაცრი ჟიურის წინაშე წარდგა, რომლის წევრებიც საიმონ კოუელი და რობი უილიამსი არიან. 24 წლის მომღერალმა ბიონსეს Crazy In Love შეასრულა და მსმენელი აღაფრთოვანა. რობი უილიამსმა ათინას გამოსვლას „გასაოცარი“ უწოდა.

ათინა მანუკიანი 2008 წელს პირველად გამოჩნდა სცენაზე, როდესაც „ევროვიზია ჯუნიორის“ კონკურსში მიიღო მონაწილეობა. 2011 წელს მან შეასრულა სიმღერა Party Like A Freak. ვიდეომ, რომელზედაც აღნიშნული გამოსვლაა ჩაწერილი, Youtube-ზე მილიონზე მეტი ნახვა მოაგროვა.

იხილეთ ათინა მანუკიანის გამოსვლა The X Factor-ის მე-15 სეზონზე:

კომენტარები
Загрузка...