მსოფლიოnews

ნიუ-იორკში ტერაქტების დროს დაზიანებული მეტროს სადგური აღდგა

ნიუ-იორკში კვლავ ამუშავდა მეტროს სადგური, რომელიც 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების დროს დაზიანდა. ამის შესახებ კომპანია MTA იტყობინება, რომელიც აშშ-ის უსხვილესი მეგაპოლისის საზოგადოებრივ ტრანსპორტს უწევს ოპერირებას.

მეტროს სადგური, რომლის სახელწოდებაა WTC Cortlandt, მანჰეტენის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილშია, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ახალი კომპლექსის სიახლოვეს, რომელიც ტყუპი კოშკის ადგილზე აშენდა. MTA-ს წარმომადგენლის თქმით, სადგური მთლიანად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე.

The New York Times-ის ცნობით, მეტროსადგურის აღდგენა 181,8 მლნ დოლარი დაჯდა. მის კედლებს ამშვენებს მოზაიკა ამონარიდებით ადამიანის უფლებების დეკლარაციიდან, რომელიც გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1948 წელს მიიღო, აგრეთვე, ციტატებით აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაციიდან.

The New York Times-ის ინფორმაციით, კომპანია MTA-მ მეტროს სადგურის აღდგენა 2015 წელს დაიწყო. პროცესი გაჭიანურდა იმიტომ, რომ მნიშვნელოვანი რესურსები მსოფლიო სავაჭრო ცენტრის შენობის აგებისთვის დაიხარჯა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close