წიწიბურის კატლეტი (სამარხვო)

ვეგეტარიანული წიწიბურის კატლეტებისთვის ძვირადღირებული პროდუქტები და ზედმეტი დროის ხარჯვა არ დაგჭირდებათ. მარტივი რეცეპტის მიუხედავად, კატლეტები ძალიან გემრიელია როგორც ცხლად, ისე ცივად მისართმევად. რამდენადაც ეს კერძი არ შეიცავს არც კვერცხს, არც რძის პროდუქტებსა და თქვენ წარმოიდგინეთ, არც ფქვილს, იგი შესანიშნავად გამოდგება მარხვის პერიოდში. ეს კატლეტები ვეგანების მენიუშიც შეგიძლიათ ჩართოთ.

საჭირო პროდუქტი: 4 ჩ/ჭ წიწიბურა, 100 მლ ზეთი, 5-6 თავი ხახვი, 0,5 კგ კარტოფილი, თითო კონა ქინძი და ოხრახუში, თითო ჩაის კოვზი ხმელი დაფქული ქინძი, უცხო სუნელი, დაფქული ქონდარი, 400-500 გ შავი პური, მარილი, პილპილი – გემოვნებით.

მომზადების წესი: წიწიბურას დაასხით 8 ჩ/ჭ წყალი, ზეთი, დააყარეთ 2 ჩ/კ მარილი და მოხარშეთ. როცა წყალი მთლიანად დააშრება, გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. ასევე, გაატარეთ უმი კარტოფილი, დამბალი შავი პური, ხახვი და მწვანილი. მიღებული მასა შეანელეთ ხმელი სუნელებით, პილპილით, მარილით. გააკეთეთ პატარ-პატარა გუნდები და ამოავლეთ საფანელში (გამოიყენეთ ან პურის ფქვილი, ან სიმინდის ფქვილი, ან დაფქული ორცხობილა) და შეწვით ზეთში ორივე მხრიდან.

რჩევა: თუ ხორცსაკეპ მანქანაში ინგრედიენტების გატარება გეზარებათ, ჩოფერი გამოიყენეთ.

კომენტარები
Загрузка...