სამზარეულო

წითელი სალათა (სამარხვო)

ეს სალათა გემრიელიც არის და სასარგებლოც, რადგან ვიტამინების ნამდვილი საბადოა.

საჭირო პროდუქტი: 200 გ წითელი კომბოსტო, 4 წითელი ბულგარული წიწაკა (წვრილად დაჭრილი), 200 გ მოხარშული და გახეხილი ჭარხალი, 200 გ წითელი ბოლოკი (გახეხილი და გაწურული), ასევე, მსხვილად დაჭრილი (წინასწარ გათუთქული) ჭარხლის ფოთლები, 2 თავი წითელი ხახვი, წვრილად დაჭრილი წითელი სალათის ფოთლები.

მომზადების წესი: ჩამოთვლილი ინგრედიენტები აურიეთ ერთმანეთში ან ფენა-ფენა დაალაგეთ გამჭვირვალე ღრმა თასში. შეურიეთ ან მოასხით სამარხვო მაიონეზი (თუ მარხვაში მიირთმევთ) ან შემდეგნაირად დამზადებული სოუსი: 50 გ ზეითუნის (ან მზესუმზირას) ზეთი, 1 ს. კ. ძმარი, 50 გ ბროწეულის წვენი, 3 კბილი წვრილად დაჭრილი ნიორი, სუნელები, მარილი და დაფქული წითელი წიწაკა – გემოვნებით. შეგიძლიათ გააფორმოთ დაჭრილი ოხრახუშით.

რჩევა: ჯობია სალათა ახლად მომზადებული მიირთვათ, რადგან დაჭრილი წითელი კომბოსტო  და ხახვი რამდენიმე საათის შემდეგ უსიამოვნო გემოს იძენს.

თამარ ქავჟარაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close