ჯანმრთელობარჩევები

სიმაღლეში ზრდის სტიმულაციის ბუნებრივი საშუალებები

ადამიანის ზრდას ზრდის ჰორმონი განაპირობებს. ყველაზე სწრაფად ადამიანი დედის მუცელში ყოფნისას იზრდება – 9 თვის განმავლობაში მისი სიგრძე საშუალოდ 50-52 სმ-ს აღწევს. სიცოცხლის პირველ წელიწადს ბავშვი საშუალოდ 24 სანტიმეტრს იმატებს, შემდეგ კი ზრდა შესამჩნევად ნელდება და ყოველწლიურად პატარა სულ უფრო ნაკლებად იზრდება სიმაღლეში. მოზარდის სქესობრივი მომწიფების პერიოდში ზრდის ჰორმონი აქტიურად იწყებს „მუშაობას“ და ზრდა ისევ ჩქარდება. გოგონების შემთხვევაში ეს 11-13 წლის ასაკში ხდება, ბიჭების შემთხვევაში კი – 12-14 წლის ასაკიდან. ამ დროს მოზარდმა ერთი ზაფხულის განმავლობაში შეიძლება 10-12 სანტიმეტრიც კი მოიმატოს სიმაღლეში.

გოგონები 15 წლის ასაკში თავიანთი სიმაღლის „პიკს“ აღწევენ და, პრაქტიკულად, ასრულებენ ზრდას, ბიჭები კი, პირიქით, 15 წლიდან იწყებენ თანატოლი გოგონების დაწევას სიმაღლეში და გასწრებას. ბიჭების აქტიური ზრდის პერიოდი 18-19 წლის ასაკში სრულდება, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში აქტიური ზრდის ზღვარი შესაძლოა 20 წელიც იყოს. ახალგაზრდა მამაკაცები სიმაღლეში 20 წლის შემდეგაც იმატებენ მცირედით, 27 წლის ასაკში კი ზრდა საბოლოოდ მთავრდება.

თუ ატყობთ, რომ მოზარდი სათანადოდ არ იმატებს სიმაღლეში, აუცილებლად მიიყვანეთ ისეთ სპორტის სახეობაზე, რომელიც სიმაღლეში ზრდას ხელს უწყობს. არსებობს შესაბამისი ვარჯიშებიც, რომლებსაც სპეციალისტები გასწავლიან. სპორტსა და ფიზიკურ აქტივობასთან ერთად შეგიძლიათ შემდეგი ბუნებრივი საშუალებებიც მიახმაროთ, რომლებიც, ზოგადად, ორგანიზმისთვის არის სასარგებლო და სიმაღლეში ზრდასაც ხელს უწყობს.

25 ცალი ასკილი დაჩეჩქვეთ, დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და მთელი ღამე დააყენეთ. დილით გადაწურეთ, დაუმატეთ ერთი ჭიქა სტაფილოს წვენი, ერთი ჭიქა ჭარხლის წვენი, 1 ჭიქა ბროწეულის წვენი, 2 სუფრის კოვზი თაფლი და 2 ცალი ლიმონის წვენი. ამგვარად მომზადებული კოქტეილის სმა მოზარდმა დილით ადრე უნდა დაიწყოს და ყოველ საათში ერთი ჭიქა დალიოს. ეს კეთდება თვეში ერთხელ სამი თვის განმავლობაში (ანუ 3 თვეში – სულ 3-ჯერ). მოზარდი სამი თვე დაასვენეთ და შემდეგ ისევ სამჯერ გააკეთეთ სამი თვის განმავლობაში კოქტეილი და ასვით. შეგიძლიათ რამდენჯერმე გაიმეოროთ, საჭიროების მიხედვით.

ორ ჭიქა თბილ, მოუხდელ რძეში გახსენით ერთი ცალი ახალი კვერცხი (უმჯობესია სოფლის) და კარგად აურიეთ. მოზარდმა უნდა მიიღოს სამჯერ დღეში.

ერთი სუფრის კოვზი სელის ზეთი 3-4-ჯერ დღეში ჭამამდე ნახევარი ან ერთი საათით ადრე (სელის ზეთი შეიცავს ძალიან სასარგებლო ცხიმოვან მჟავებს – ომეგა-3-ს  და ომეგა-6-ს. მისი შეძენა შეგიძლიათ აფთიაქებსა და სუპერმარკეტებში). მოზარდმა ერთი კვირის განმავლობაში უნდა მიიღოს, შემდეგ 2 კვირა დაისვენოს, შემდეგ ისევ გაიმეოროს.

120 გრამ მარწყვა-ბალახს (Potentilla alba) დაასხით ერთი ლიტრი სპირტი, ერთი დღე გააჩერეთ  და მოზარდს მიეცით 30 წვეთი ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. კურსი 30 დღეა. ერთი კვირა შეასვენეთ, შემდეგ კი კურსი გაიმეორეთ. ეს ნაყენი ეფექტიანია არა მხოლოდ სიმაღლეში ზრდისთვის, არამედ წარმოადგენს ბრწყინვალე საშუალებას ფარისებრი ჯირკვლის ნორმის შესანარჩუნებლად. მარწყვა-ბალახი აფთიაქებში იყიდება, შეგიძლიათ ინტერნეტითაც გამოიწეროთ.

მარწყვა-ბალახი

დაალევინეთ მოზარდს ერთი სუფრის კოვზი თევზის ქონი სამჯერ დღეში, ერთი თვის განმავლობაში. შემდეგ ორი კვირა შეასვენეთ და კურსი გაიმეორეთ.

ორი სუფრის კოვზ ორკბილას ბალახს (Bidens) დაასხით 2 ჭიქა ადუღებული წყალი, შეფუთეთ და დადგით ნახევარ საათს ბნელ ადგილზე. შემდეგ ნაყენი გაწურეთ და მიეცით მოზარდს 3-ჯერ დღეში (ორკბილას ბალახის შეძენა აფთიაქებში შეგიძლიათ).

ორკბილა

ერთ სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ოროვანდის (Arctium) ფესვს დაასხით ადუღებული წყალი, შეფუთეთ და დადგით ბნელ ადგილას ნახევარი საათით. შემდეგ გადაწურეთ ნაყენი და მიიღეთ ცხელი სახით (ნელ ცეცხლზე შეათბეთ) ჭიქის მესამედი 3-ჯერ დღეში (ოროვანდის ფესვების შეძენა აფთიაქში შეგიძლიათ).

15 გ ბაღის პიტნას დაასხით 100 მლ სპირტი და დადგით ბნელ ადგილას 5 დღის განმავლობაში. შემდეგ გადაწურეთ და მიეცით მოზარდს 15-20 წვეთი ნაყენი 3-ჯერ დღეში.

კალათბურთელის კოქტეილი

დაგჭირდებათ:

10 ცალი ახალი სოფლის კვერცხი;

1,5 კგ წვნიანი ლიმონი (ოღონდ არა მეიერის ჯიში);

750 გ (ნახევარლიტრიანი ქილა სავსე) ნატურალური თაფლი;

150 გ კონიაკი.

კვერცხი კარგად გარეცხეთ ჯაგრისით, ჩააწყვეთ 3-ლიტრიან ქილაში, დაუმატეთ კარგად გარეცხილი და გამშრალებული, კანიანად გატარებული ლიმონი და დადგით ბნელ ადგილას 4 დღე. ამ ხნის განმავლობაში ხშირად ურიეთ. მეხუთე დღეს ჯამში ჩადეთ საწური, ჩააფინეთ ოთხად დაკეცილი დოლბანდი, გადმოიღეთ ქილაში მოთავსებული მასა და კარგად გაწურეთ. ნარევს დაუმეტეთ თაფლი და კონიაკი, კარგად აურიეთ და მიეცით მოზარდს 50 გ დღეში სამჯერ, ჭამის წინ, დილა-საღამოს. ეს კოქტეილი სამჯერ გააკეთეთ, შემდეგ შეისვენეთ 2 თვე და თუ საჭიროდ ჩათვლით, გაიმეორეთ.

მოამზადა კირა კარიაულმა

კომენტარები

Tags

Related Articles

Back to top button
გაზიარება
Close