პოლიტიკაnewsსაბერძნეთი
პრინცი ჩარლზი საბერძნეთს ესტუმრება
საბერძნეთის პრეზიდენტმა პროკოფის პავლოპულოსმა დიდი ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრე საბერძნეთში მიიწვია.
როგორც ცნობილი გახდა, საბერძნეთის პრეზიდენტის მიწვევა პრინცმა ჩარლზმა მიიღო და მეუღლესთან, კამილა პარკერ ბოულზთან ერთად იგი ათენს 7 მაისს ეწვევა ორი დღით, მიუხედავად იმისა, რომ სამეფო კარი პრინც ჰარის ქორწილისთვის ემზადება.
ვიზიტის დროს გაიმართება ოფიციალური ვახშამი. საინტერესოა, რა დაუჯდებათ ბერძენ გადასახადის გადამხდელებს ბრიტანული სამეფო ოჯახის წევრთა მასპინძლობა. ნებისმიერ შემთხვევაში საბერძნეთისათვის აღნიშნული მოვლენა უდავოდ დიდი პატივია. ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრე წარსულში საბერძნეთში ერთხელ არის ნამყოფი. წინა ვიზიტისას მან ათონის მთა მოინახულა.
კომენტარები