fbpx
კრიმინალიnews

ლიკავიტოს მიდამოებში მძარცველი ქალებს თავს ესხმის

ათენში, ცნობილი ლიკავიტოს მთის მიდამოებში მძარცველი თავს ესხმის გამვლელებს. ბოლო შემთხვევა ოთხშაბათს, 14 მარტს მოხდა.

წმინდა ისიდორესა და დაფნომილის ქუჩების გადაკვეთაზე მძარცველი თავს დაესხა 72 წლის ქალბატონს, ჩანთა გამოსტაცა და სხეულის დაზიანება მიაყენა. ეს უკვე მეორე შემთხვევაა უახლოესი დღეების განმავლობაში და, დაზარალებულების აღწერის მიხედვით, თავდამსხმელი ერთი და იგივე პიროვნება უნდა იყოს. ის მსხვერპლად ქალებს ირჩევს და მათთვის ჩანთის წართმევას ცდილობს. დამნაშავეს სახე დაფარული აქვს და მსხვერპლს თავს მოულოდნელად ესხმის.

ადგილობრივი მაცხოვრებლები შეშინებულები არიან, ხოლო პოლიციამ რაიონში პატრულირება გააძლიერა. დამნაშავის იდენტიფიცირება და დაკავება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Back to top button
გაზიარება
Close