ამერიკული კომპანია TESLA უკვე საბერძნეთშია

ამერიკელი ბიზნესმენის, ინჟინრისა და ინვესტორის, მილიარდერ ილონ მასკის კომპანია TESLA, რომელიც ელექტრომობილების წარმოებით არის დაკავებული, უკვე საბერძნეთშია. გასულ ხუთშაბათს ოფიციალურად დარეგისტრირდა მისი შვილობილი კომპანია TESLA GREECE, რომლის  შტაბი ათენში, აღია პარასკევში განთავსდება.

ჯერჯერობით ეს არ ნიშნავს საბერძნეთში „ტესლას“ ელექტრომობილების  წარმოების დაწყებას. კომპანია თავიდან მხოლოდ ათ ინჟინერს დაასაქმებს, თუმცა უკვე ცნობილია, რომ ამერიკელები დიდ იმედებს ამყარებან ბერძნების ცოდნაზე ელექტროინჟინერიის დარგში. ათენში კვლევისა და განვითარების ცენტრი იმუშავებს.

ამავე დროს, ცნობილი ხდება, რომ მალე საბერძნეთში კომპანია თავისი ელექტრომობილების გაყიდვასაც დაიწყებს. ბერძნები იმედოვნებენ, რომ ქვეყანა შეძლებს გახდეს ძირითადი ბაზა, საიდანაც „ტესლას“ ელექტრომობილები აღმოსავლეთ ევროპასა და აღმოსავლეთის ქვეყნებში გაიყიდება.

კომენტარები