პოლიტიკაnewsსაბერძნეთი

საბერძნეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მსუბუქი ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციას უჭერს მხარს

გიორგოს პაპანდრეუ, საბერძნეთის სოციალისტური მოძრაობის – „პასოკის“ ყოფილი ლიდერი და ქვეყნის ექსპრემიერი მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზაციას უჭერს მხარს. უფრო მეტიც, მისი აზრით, სახელმწიფომ კანაფის გაშენებაც უნდა დაუშვას.

პაპანდრეუსათვის მისაღებია კანაფის წარმოება სამკურნალოდ მისი გამოყენების მიზნით. იგი ამ მხრივ საბერძნეთს მნიშვნელოვანი პოტენციალის მქონე ქვეყნად მიიჩნევს. ამას გარდა, ყოფილი პრემიერ-მინისტრი პირადი მოხმარების მიზნით მცირე ფართობზე კანაფის კულტივაციის ლეგალიზაციასაც დასაშვებად მიიჩნევს. ყოფილი პრემიერის განცხადებით, საბერძნეთს ძვირი უჯდება მსუბუქი ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა, რომელიც უშედეგო და კონტრპროდუქტიულია.

აქვე აღვნიშნავთ, რომ საბერძნეთის პარლამენტის შესაბამისი კომისია უკვე განიხილავს მსუბუქი ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის შესახებ კანონპროექტს. სავარაუდოდ, ამ საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფოს ახალი სტრატეგიის შესახებ მალე შევიტყობთ.

იხ. ვიდეო:

კომენტარები

Tags

Related Articles

Back to top button
გაზიარება
Close