კინო/ფილმებიnews

მერაბ ნინიძე BBC-ს პოპულარული სერიალის მთავარი გმირის როლში

დიდი ბრიტანეთის პოპულარულმა ტელეარხმა ახალი მძაფრსიუჟეტიანი სერიალი გადაიღო, რომელშიც ერთ-ერთ მთავარ როლს ცნობილი ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე ასრულებს.

ფილმის სახელწოდებაა „მაკმაფია“ (Mcmafia) და მოგვითხრობს რუსი ემიგრანტების ვაჟის, ალექს გუდმანის ცხოვრების შესახებ, რომელიც ცდილობს თავისი მაფიოზური ოჯახის ჩრდილიდან გამოვიდეს და წარმატებული ბიზნესი და ბედნიერი პირადი ცხოვრება ჰქონდეს. მაგრამ წარსული ცხოვრება თავს ახსენებს და ალექსი იძულებულია, დანაშაულებრივ სამყაროში დაბრუნდეს.

კადრი ფილმიდან „მაკმაფია“

მერაბ ნინიძე შესანიშნავად ასრულებს რუსი მაფიოზის მეტად დრამატულ როლს.

სერიალის პირველი სეზონი რვა სერიას მოიცავს და სიუჟეტი ძალიან ორიგინალურად ვითარდება. გირჩევთ აუცილებლად უყუროთ. ორმაგ სიამოვნებას მიიღებთ – საინტერესო ფილმს ნახავთ და ქართველი მსახიობის ოსტატობითაც დატკბებით.

სერიალის ნახვა შეგიძლიათ ამ ლინკზე:

http://net.adjara.com/Movie/main?id=1002620&serie=1

კომენტარები

Tags

Related Articles

Back to top button
გაზიარება
Close