ომის დაწყების დღიდან უკრაინელები მეზობელ ქვეყნებში გადადიან – პოლონეთში, რუმინეთსა და მოლდოვაში. გაეროს განცხადებით, შესაძლოა „ამ საუკუნის ლტოლვილთა ყველაზე დიდი კრიზისი“ დადგეს.
ევროპის ქვეყნებს უწევთ, სწრაფად მიიღონ გადაწყვეტილებები.
მეზობელ ქვეყნებში მშვიდობიანი მოსახლეობა გადადის, ომს, ძირითადად ქალები და ბავშვები, გაურბიან. მხოლოდ პოლონეთმა ბოლო 12 დღის განმავლობაში მილიონზე მეტი ადამიანი მიიღო.
გაერო მოუწოდებს რუსეთს, დაუშვას ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება იმ ქალაქებში, სადაც ეს სასწრაფოდ არის საჭირო.
„უკრაინის ქალაქები ალყაშია, რუსული სახმედრო ძალები მათ ბომბავენ, საავადმყოფოებს მარაგი ეწურებათ, საკვები ილევა და მატულობს მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი. ხოლო ყველაზე დაუცველი ჯგუფები – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მოხუცები, ბავშვები – კვლავ იატანჯებიან“, – განაცხადა გაეროში აშშ-ის წარმომადგენელმა ლინდა თომას გრინფილდმა.
„ჩვენ გვჭირდება ჰუმანიტარული მარაგებისთვის უსაფრთხო გასასვლელები იქ, სადაც ომი აქტიურად მიმდინარეობს. მშვიდობიან მოქალაქეებს მარიუპოლში, ხარკოვში, მელიტოპოლში და სხვა ქალაქებში, სასიცოცოხლოდ სჭირდებათ დახმარება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამედიცინო მარაგი, რომელიც ბოლო დღეებში ჯანმომ გამოჰყო“, – ამბობს გენერალური მდივნის მოადგილე ჰუმანიტარულ საკითხებში მარტინ გრიფტისი.
პოლონეთის მთავრობა გეგმავს, შემოიღოს დახმარების პაკეტი საკვებისა და დროებითი საცხოვრებლების დასაფინანსებლად. ასევე ლტოლვილთათვის ხელმისაწვდომი გახადოს ჯანდაცვის სერვისები.
euronewsgeorgia.com
კომენტარები