მსოფლიოპოლიტიკა

ყველაზე მდიდარი რუსების ქონება ერთ ღამეში ასობით მილიონით შემცირდა

Bloomberg-ის მილიარდერების სიაში 23 რუსი მილიარდერი შედის. მათგან 22-ის ქონება გასულ 24 საათში ასობით და ათობით მილიონით შემცირდა.

სიის მიხედვით, ყველაზე დიდ ქონებას რუსებიდან ვლადიმირ პოტანინი, ალექსეი მორდაშოვი, ლეონიდ მიხელსონი, ვლადიმირ ლისინი, ვაგიტ ალეკპეროვი ფლობენ.

Norilsk Nickel-ის პრეზიდენტი ვლადიმირ პოტანინი ამჟამად $30.2 მილიარდით სიის 46-ე ადგილს იკავებს. გასული ერთი დღის განმავლობაში მისი ქონება $471 მილიონით შემცირდა.$110 მილიონით შემცირდა ალექსეი მორდაშოვის ქონება. ის ამ დროისთვის $28.5 მილიარდს ფლობს. მორდაშოვი რუსეთის მეოთხე უმსხვილესი ფოლადის მწარმოებლის, Severstal-ის აქციონერია. ის ასევე ფლობს წილებს ოქროს მწარმოებელ Nordgold-ში, ელექტროენერგიის გამომუშავების აღჭურვილობის მწარმოებელ Power Machines-სა და TUI-ში, ევროპულ ტუროპერატორში. მას ინვესტიციები აქვს National Media Group-ში, Bank Rossiya-სა და სატელეკომუნიკაციო ოპერატორ Rostelecom-ში.

Bloomberg-ის მილიარდერების სიის მიხედვით, მე-3 ყველაზე მდიდარი რუსი ლეონიდ მიხელსონია. ის $28.5 მილიარდს ფლობს. მისი ქონება ერთ დღეში $766 მილიონით შემცირდა. Novatek-ის აღმასრულებელი დირექტორი რუსეთში ბუნებრივი გაზის უმსხვილესი არასახელმწიფო პროვაიდერია. მილიარდერი კომპანიის დაახლოებით მეოთხედს, ასევე, ნავთობქიმიური კომპანია Sibur-ის 30,6%-იან წილს ფლობს.

$232 მილიონით შემცირდა ვლადიმირ ლისინის ქონება. ის ამჟამად $27.8 მილიარდით 55-ე ადგილს იკავებს.

ლისინი არის რუსეთის უმსხვილესი ფოლადის მწარმოებლის, Novolipetsk Steel-ის თავმჯდომარე. ის ასევე ფლობს სარკინიგზო ტვირთების ოპერატორს Freight One-ს, პორტის ობიექტების ოპერატორს UCL Port-ს და გადამზიდავ კომპანია VBTH-ს.

Lukoil-ის თავმჯდომარე და მოსკოვის „სპარტაკის“ საფეხბურთო გუნდის თანამფლობელი ვაგიტ ალეკპეროვის ქონება ერთ დღეში $913 მილიონით შემცირდა და ამჟამად $21.4 მილიარდს შეადგენს.

22 თებერვალს რუსული რუბლი 2020 წლის მარტის შემდეგ ყველაზე მეტად გაუფასურდა. ვალუტის გაუფასურება პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ უკრაინის სეპარატისტული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებას მოჰყვა.

businessformula.ge

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close