რას არ გაიგებ/ფაქტებისაზოგადოება

ინდოეთის მოსახლეობა კორონავირუსისგან თავის დაცვას ძროხის ფუნით ცდილობს (ვიდეო)

ინდოეთის გუჯარათის შტატი, რომელიც აქამდე რელიგიურ ნიადაგზე სისხლიანი შეტაკებებით იყო ცნობილი, კვლავ მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. ამჯერად მიზეზი ძალზე უჩვეულოა – საქმე ის არის, რომ ადგილობრივი მოსახლეობა კორონავირუსისგან დაცვის მიზნით ძრო­ხის ფე­კა­ლი­ე­ბს სხე­ულ­ზე ის­ვა­მს.

მათ სწამთ, რომ ეს იმუნიტეტს გააძლიერებს და, შესაბამისად, კორონავირუსი არ დაემართებათ. ინდოელი ექიმები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ მსგავსი ქმედებები სხვა დაავადებების გავრცელების რისკს ზრდის.

ეს პრაქ­ტი­კა გან­სა­კუთ­რე­ბით გავ­რცელ­და და­სავ­ლეთ ინ­დო­ეთ­ში, სა­დაც ზო­გი­ერ­თი მორ­წმუ­ნე და­ახ­ლო­ე­ბით ერთ კვი­რას ატა­რებს ძრო­ხე­ბის სად­გომ­ში, ფუნასა და შარდს აგროვებს და სხეულზე ისვამს. მათ სწამთ, რომ ეს იმუნიტეტს გააძლიერებს და, შესაბამისად, კორონავირუსი არ დაემართებათ, ან ინფიცირების შემთხვევაში დაავადებას მარტივად დაამარცხებენ.

სანამ ფუნის მასა ადამიანებს შეაშრება, ისინი ძროხებს პატივს მიაგებენ, შემდეგ კი სხეულს რძით იბანენ. ექიმების განცხადებით, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ძროხის ფუნა ადამიანის იმუნიტეტს აძლიერებს.

ცნო­ბის­თვის, ინ­დუ­იზ­მი ძრო­ხას წმინ­და ცხო­ვე­ლად მი­იჩ­ნევს და სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მორ­წმუ­ნე­ე­ბი ძრო­ხის ნეხვს სახ­ლის გა­საწ­მენ­დად და ლოც­ვის რი­ტუ­ა­ლის­თვის იყე­ნებ­დნენ. ისინი თვლიან, რომ ძროხის ფუნას სამ­კურ­ნა­ლო და ან­ტი­სეპ­ტი­კუ­რი თვი­სე­ბე­ბი აქვს.

ინდოეთში 12 მაისს კორონავირუსით გარდაცვალების ახალი რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ერთი დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით 4 200 ადამიანი დაიღუპა, დაინფიცირებულთა დღიური რაოდენობა კი 400 ათასს მიუახლოვდა.

ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბით ინდოეთი მსოფ­ლი­ოში მე­ო­რე ადგილზეა აშშ-ის შემდეგ. მთლიანობაში ქვეყანაში კო­რო­ნა­ვირუ­სის 24 მი­ლი­ო­ნი შემ­თხვე­ვაა აღ­წე­რი­ლი, გარ­დაც­ვლი­ლია 260 000-ზე მეტი პა­ცი­ენ­ტი.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close