ეკონომიკასაქართველო

რატომ უნდა შეიძინოთ ბინა სამთო კურორტებზე საქართველოში?

უძრავი ქონება რომ ერთ-ერთი მზარდი და მუდმივშემოსავლიანი ინვესტიციაა – ფაქტია, თუმცა დილემა, რომლის წინაშეც მომხმარებელი დგას, საკმაოდ კომპლექსურია. სად უნდა განხორციელდეს ეს ინვესტიცია? დღეს ვეცდებით გაგიმარტივოთ არჩევანი და მოგიყვეთ, თუ რატომ უნდა შეიძინოთ ბინა ბაკურიანში.

ტენდენცია გამოკვეთილია – მომხმარებელი დიდი ხანია დასვენებისთვის აპარტამენტებს ირჩევს, ამაზე სტატისტიკაც მოწმობს და აპარტ-ოტელების სიმრავლეც. მშენებლობების მაღალი ინტენსივობის მიუხედავად, ბინების ფასი საკურორტო ზონებში წლიდან-წლამდე იზრდება.

ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, მაგალითად ის, რომ ტურიზმი არის ქვეყნის ეკონომიკური საყრდენი და მისი მზარდი განვითარება შემოსავლის ზრდის პირდაპირპროპორციულია. მიუხედავად პანდემიური რეალობისა, შიდა ტურიზმი კვლავაც მოწოდების სიმაღლეზეა და ის მოკლეპერიოდიანი ზამთრის სეზონი, რომელიც რეგულაციების გამო დაგვიანებით დაიწყო, ბოლომდე არ ჩავარდნილა. რა თქმა უნდა, შემოსავლის ციფრები გასული წლებისგან რადიკალურად განსხვავდება, მაგრამ რეალობის გათვალისწინებით, ნორმალურ ნიშნულს ინარჩუნებს.

მეორე მხრივ, საქართველოს სამთო კურორტებს ახალი სიცოცხლე ეძლევა და მალე ოთხსეზონურ პირობებს დააკმაყოფილებს. პირობითად, ბაკურიანის მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოლო წლების განვითარების ტემპით არა მხოლოდ ქართველი დამსვენებლების, არამედ საერთაშორისო დელეგაციების ყურადღებაც მიიპყრო.

ბაკურიანს მსოფლიო რომ მომავლის კურორტად აღიქვამს, 2021 წლის სკი-ქროსის მსოფლიო თასის პირველი ეტაპის მასპინძლობაც მოწმობს. 2023 წელს თავისუფალი სტილის სრიალისა და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატიც აქ ჩატარდება. 2025 წელს დაგეგმილი ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ჩემპიონატიც ბაკურიანში გაიმართება.

მზის სხივების ხანგრძლივი ნათებისა და უნიკალური მიკროკლიმატის, მათ შორის, წიწვოვანი ტყის გამო ბაკურიანი მნიშვნელოვანი სამკურნალო-რეკრეაციული კურორტია, განსაკუთრებით სასუნთქი ორგანოების ჯანმრთელობისა და სისხლნაკლებობისას, სწორედ ამიტომ გაზაფხული-ზაფხულის პერიოდშიც დამსვენებელთა დიდ ნაკადს მასპინძლობს.

ბინის შერჩევისას გასთვალისწინებელია ბენეფიტები, რომელსაც კომპანია გთავაზობთ. მომხმარებელს სურს მაქსიმალურად ახლოს იყოს იმ ინფრასტრუქტურასთან, რომლის გამოყენებაც სჭირდება დასვენებისას. მაგალითად: საცურაო აუზი, სპა-ცენტრი, სატრენაჟორო დარბაზი და სხვა ელემენტები მნიშვნელოვან კონკურენტულ უპირატესობას მოგანიჭებთ გაქირავების პროცესში.

მეორე მხრივ, თანამედროვე აპარტ-ოტელები უზრუნველყოფილია სასტუმრო, მომსახურების, უსაფრთხოების სერვისებით, რაც მეპატრონეს აძლევს საშუალებას, იყოს მშვიდად მაშინ, როდესაც ბინა გაქირავებულია.

მოთხოვნის შესაბამისად ვითარდება ინფრასტრუქტურაც. მაგალითად, „კრისტალის“ საკურორტო ზონაში საცხოვრებელი ბინის შეძენისას ხდებით საკურორტო ცხოვრების ნაწილი, რადგან ამ თვითმყოფად გარემოშია განთავსებული საბაგირო, 2500-მეტრიანი სათხილმურო ტრასა, ყინულის მოედანი, აუზები, სპა-ცენტრები, კვების და სავაჭრო ობიექტები. ლოგიკურია, რომ მომხარებლისთვის ეს ზონა სულ უფრო და უფრო მიმზიდველი ხდება.

რაც შეეხება შემოსავალს – ბინის გაქირავება შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ისე კომპანიის მენეჯმენტ სერვისით, რა პროცესიც თქვენს ჩართულობას არ მოითხოვს. ორგანიზაცია თავად უზრუნველყოფს სტუმრის დახვედრას, შესახლებას, გამოსახლების შემდეგ აპარტამენტის დასუფთავება-დალაგებას, თანხის მიღებასა და თქვენთან გადმორიცხვას. ამისთვის თქვენი შემოსავლის სიმბოლურ პროცენტს იხდით, თუმცა თავად კომპანია იღებს პასუხისმგებლობას ქონების უსაფრთხოებასა და მეპატრონის კომფორტზე.

გასათვალისწინებელი ფაქტორია – გარემო. დამსვენებელი ირჩევს ბუნებასთან სიახლოვეს, ამიტომ მნიშვნელოვანია კომპანია ინარჩუნებდეს ორიენტირს ტერიტორიის დასუფთავებასა და გამწვანებაზე, საკურორტო ზონა იყოს გათვლილი როგორც ინდივიდუალურ, ისე ოჯახურ დასვენებაზე.

ვთანხმდებით, რომ ინვესტიცია უძრავ ქონებაში ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა, თუმცა მისი სწორად გაკეთება – მატერიალური კეთილდღეობის საწინდარი შეიძლება გახდეს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close