მადრიდის სამაშველო სამსახური ადასტურებს, რომ 3 ადამიანი დაიღუპა და 8 დაშავდა ძლიერი აფეთქების შედეგად, რომელიც დღეს ესპანეთის დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე – Calle de Toledo-ზე, 8-სართულიან შენობაში მოხდა დაახლოებით დღის 3 საათზე (ადგილობრივი დროით). ამის შესახებ ესპანური მედია იუწყება.
ძლიერმა აფეთქებამ თითქმის მთლიანად დაანგრია შენობის ზედა 5 სართული. შენობის ნაწილს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის ადგილზე მივიდნენ მეხანძრე-მაშველები და პოლიცია. შენობის მიმდებარედ მოხუცთა სახლი და სკოლაა, გავრცელებული ინფორმაციით, ხანდაზმულთა სახლიდან ადამიანები სხვაგან გადაიყვანეს. მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები. მაშველები ცდილობენ, გაარკვიონ, არიან თუ არა ნანგრევებქვეშ კიდევ მოყოლილი ადამიანები. ამის შესახებ Telemadrid-ი იუწყება.
ადგილზე მივიდა დედაქალაქის მერი. მისი თქმით, აფეთქება, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვამ გამოიწვია.
ნინო ხოშტარია
კომენტარები