ცნობილი ხდება ქართველი თინეიჯერის ვინაობა, რომელიც ამერიკაში მოკლეს. როგორც ამერიკული გამოცემა „Dailynews“-ი იტყობინება, ის 18 წლის ჯაბა ადამიაა. 6 დეკემბერს ის ბრუკლინში სასიკვდილოდ დაჭრეს.
გამოცემის ცნობით, ადამიას თავს დაახლოებით 6:30 სთ-ზე დაესხნენ.
ექიმებმა იგი ნიუ-ორკის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
„18 წლის ეს საოცარი ბიჭი სასიკვდილოდ გაუმეტებია და დაუჭრია ვიღაცას წუხელ საღამოს ნიუ-იორკში“, – წერს სოციალურ ქსელში ამერიკაში მყოფი ქართველი.
„ვინც იცის ნიუ-იორკის უბნები, ბრუკლინში East 21 ქუჩისა და AVENUE P-ს (P გამზირის) კვეთაზე, საკუთარი სახლიდან დაახლოებით ნახევარი მილის მოშორებით უპოვნიათ უგონო მდგომარეობაში მყოფი. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა სამწუხაროდ ვერ მოხერხდა.
ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტმა, ფაქტზე საგამოძიებო ქმედებები მიმდინარეობსო, დაზუსტებით ჯერ არ ვიცი, მაგრამ იმედია არ გავიგებ ქართველის ხელი ურევია ამ ახალგაზრდა ბიჭის მკვლელობის საქმეში…
ვიზიარებ ოჯახისა და ახლობლების მწუხარებას. მართლაც რომ ზედმეტია სანუგეშო სიტყვები ამ დროს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
primetime.ge
კომენტარები