საზოგადოებასაქართველო

„სამი მუშკეტრის“ სიყვარულის ისტორიები

გამყრელიძე, იმნაძე, ცერცვაძე – ეს გვარები 2019 წლის ბოლოდან დღემდე საქართველოს მოსახლეობის ყოველდღიურობად და იმედად გადაიქცა. კორონავირუსის პანდემიასთან მებრძოლ მედიკოსებს საქართველოს მოქალაქეებმა „სამი მუშკეტერი“ შეარქვეს. პროფესიული საქმიანობის გარდა საზოგადოება თითოეულის პირადი ცხოვრებითაც ინტერესდება.

„დაიჯესტმა“ გადაწყვიტა თითოეული მათგანის სიყვარულის ისტორია გიამბოთ:

დაავადებათა კონტროლის ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე და მისი მეუღლე მარინა კვეზერელი-კოპაძე 30 წელზე მეტია ქორწინებაში იმყოფებიან.

მარინა კვეზერელი-კოპაძე იხსენებს, თუ სად და როდის გაიცნო ამირან გამყრელიძე:

„ამირანი ბრაზიანი და პირქუში არ არის. მას რბილი, დამთმობი ხასიათი აქვს. ჟანდარმის როლს ოჯახში მე ვასრულებ. მას ცხოვრების დაძაბული რიტმი აქვს, საპასუხისმგებლო საქმე აბარია და ალბათ დაღვრემილ სახეს ეს უქმნის. ცხოვრების ორი მესამედი ერთად გავატარეთ და ბრაზი არასოდეს შემიმჩნევია. ჩვენ თანაკურსელები ვართ. სამედიცინო ინსტიტუტში სამეცნიერო დარგში კომკავშირის მდივნის მოადგილე ვიყავი. ამირანი სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოებას ედგა სათავეში და მის ხელმძღვანელად ვითვლებოდი. თავიდან ვმეგობრობდით, შემდეგ მეგობრობამ ტრანსფორმაცია განიცადა და სიყვარულში გადაიზარდა. პირველ რიგში, სწორედ მისი დამთმობი ხასიათი მომეწონა. იმას აღარ მივაქციე ყურადღება, რომ ბოლოს მაინც თავისებურად აკეთებდა ყველაფერს. სიყვარული ამიხსნა… ეს მოხდა სოხუმში, ზუსტად 30 წლის წინ. იქ ზამთრის არდადეგებზე ვისვენებდით. ზღვის ნაპირზე ორნი ვისხედით. გარშემო რუსის ბავშვები დარბოდნენ. ეტყობა, სახეზე შეგვატყვეს, რაზეც ვსაუბრობდით და ყიჟინა დაგვცეს – „ტილი, ტილი, ტესტა, ჟენიხ ი ნევესტა!..“

ამირანის ოჯახში 6 თვეს ვცხოვრობდით. შემდეგ ცალკე დავსახლდით. სამეგობროში მხოლოდ ჩვენ ვცხოვრობდით მშობლების გარეშე და ყველა ჩვენთან მოდიოდა. ვერ ვიტყვი, რომ უთანხმოება არ გვქონია. ახალგაზრდობაში პრემიერას არ ვაცდენდი, მას კი სულ წიგნების კითხვა უნდოდა და ამაზე ხშირად ვკამათობდით…“ – იხსენებს გამყრელიძის მეუღლე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილეს, პაატა იმნაძეს პირველი მეუღლე გარდაეცვალა. ახლა ის მეორე ქორწინებაში იმყოფება.

როგორც ცნობილი ეპიდემიოლოგი ამბობს, მას ხათუნა გოგელიასთან წლების წინ დიდი გრძნობა აკავშირდება, შემდეგ მათი საქმიანობა და ცხოვრება სხვადასხვა მიმართულებით წავიდა, ახლა კი მათი ცხოვრები გზები კვლავ გადაიკვეთა…

„მეუღლე, ხათუნა გოგელია, პროფესიით ბიოლოგია. მუშაობდა ფიზიოლოგიის ინსტიტუტში ნეირობიოლოგიის მიმართულებით. შემდეგ პეტერბურგსა და უნგრეთში გადავიდა და თავის ტვინზე საკმაოდ საინტერესო ნამუშევრები ჰქონდა. ამჟამად ფსიქოლოგიის ერთ-ერთი მიმართულებით „გეშტალტ თერაპიით“, არის დაკავებული. ჩვენ ერთმანეთი ძალიან დიდი ხნის, 28 წლის წინ, გავიცანით. შემდეგ ისე მოხდა, რომ ის სამუშაოდ უნგრეთში წავიდა. იმ პერიოდში ასე ადვილი არ იყო ურთიერთობები შორ მანძილზე, მერე კი ორივე დავოჯახდით.

მაშინაც დიდი რომანი გვქონდა… თუმცა, იმის შემდეგ 28 წლის განმავლობაში, ერთმანეთი არ გვინახავს. მერე სრულიად შემთხვევით შევხვდით. სამსახურთან ახლოს, ბანკში შევდიოდი, ამ დროს ის გამოდიოდა და ასე, მოულოდნელად, შევხვდით ერთმანეთს. ეს ამ გაზაფხულის ბოლოს იყო. მას შემდეგ, ჯერ სოციალური ქსელით ვკონტაქტობდით. შემდეგ რამდენჯერმე ვნახეთ ერთმანეთი. ჩაი დავლიეთ, ვისაუბრეთ და მივხვდით, რომ ის, რაც ძალიან დიდი ხნის წინ იყო, არ ჩამქრალა და ისევ განახლდა. ახლა ორივეს ორ-ორი შვილი გვყავს, მე – გოგონები, მას – ბიჭები. თითქმის ერთი ასაკის არიან: 20-25 წლის.

როცა ხვდები ადამიანს, რომელსაც პრინციპში, ძალიან კარგად იცნობდი და თავის დროზე მასთან დიდი სიყვარული გაკავშირებდა, რთული არაა ამის გადაწყვეტა. მე 64 წლის ვარ, ის – 52-ის. ამხელა ხალხი რამდენ ხანს გავაგრძელებდით რესტორნებსა და კაფეებში შეხვედრას (იცინის). ამიტომ, შევთავაზე, რომ ჩვენი ურთიერთობისთვის ტრადიციული, ქართული სახე მიგვეცა.

შემიძლია ვთქვა, რომ, ჩვენ შორის დიდი ხნის წინ ძალიან დიდი გრძნობა იყო, რომელიც ახლა განახლდა. თუმცა, ჩვენთვის მთავარი შვილების აზრის გაგება იყო. ცალკე მე ვუთხარი გოგონებს ამის შესახებ, ცალკე მან – ბიჭებს და როცა მათი მხრიდან სრული თანხმობა მივიღეთ, უფრო თამამად გადავდგით ეს ნაბიჯი. ჩემმა შვილებმა აბსოლუტური მხარდაჭერა გამომიცხადეს. შეიძლება ითქვას, ენთუზიაზმითაც კი მიიღეს მამის გადაწყვეტილება, რისთვისაც დიდი მადლობა მათ და ასევე, ხათუნას შვილებსაც. მათაც კარგად მიიღეს ჩვენი გადაწყვეტილება“, – გვიყვება პაატა იმნაძე.

რევ­მა­ტო­ლოგ ანა თო­ფუ­რი­ას და ინფექციონისტ თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის წყვი­ლი სამედიცინო საზოგადოებაში ერთ-ერთი გამორჩეულია. ანა თოფურია იხსენებს:

„თენ­გი­ზი ინ­სტი­ტუ­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ გა­ვი­ცა­ნი. მე, რო­გორც დამ­წყე­ბი ექი­მი, ინტერნტურა­ში პირ­ვე­ლი კლი­ნი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ში­ნა­გან სნე­უ­ლე­ბა­თა კა­თედ­რა­ზე მოვ­ხვდი. თენ­გი­ზი ამ დროს უკვე კა­თედ­რის წამ­ყვა­ნი თა­ნამ­შრო­მე­ლი იყო. სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სებ­მა, ჩვე­ნი პროფესიის სიყ­ვა­რულ­მა თა­ვი­დან­ვე დაგ­ვა­ახ­ლო­ვა.

მრა­ვა­ლი წე­ლია ვი­ზი­ა­რებ და მხარს ვუ­ჭერ ყვე­ლა მის წა­მო­წყე­ბას. მის გვერდით ვიყავი რთულ პერიოდებში, მაგ­რამ ჩემი წვლი­ლი თენ­გი­ზის წარ­მა­ტე­ბა­ში ძა­ლი­ან მოკ­რძა­ლე­ბუ­ლია. მისი ნი­ჭის, უნა­რის, შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბის, მას­შტა­ბუ­რი ხედ­ვის ადა­მი­ა­ნე­ბი ყო­ველ­თვის აღ­წე­ვენ წარ­მა­ტე­ბას.

ვცხოვ­რობ­დით ისე, რო­გორც სამ­სა­ხუ­რით უკი­დუ­რე­სად და­კა­ვე­ბუ­ლი ოჯა­ხი, თუმცა ხშირად ვახერხებდით კონცერტსა თუ პრე­მი­ე­რა­ზე წას­ვლას და არა მ­ხო­ლოდ თბი­ლის­ში. შარ­შან ახალ წელს შევ­ხვდით ვე­ნა­ში და და­ვეს­წა­რით არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ სა­ა­ხალ­წლო კონ­ცერ­ტებს, ვე­ნის ყვე­ლა­ზე ცნო­ბილ სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზებ­ში. მოგ­ზა­უ­რო­ბა მარ­თლა ძა­ლი­ან მიყ­ვარს და ვცდი­ლობ, უცხო ქვე­ყა­ნა­ში ყოფ­ნი­სას ბევ­რის ნახ­ვა მო­ვას­წრო“, – ამბობს ანა თოფურია.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close