ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 27 ივლისი – 2 აგვისტო

27 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით მზარდი მთვარის პერიოდია. მთელი კვირა  ხელსაყრელი იქნება ახალი სერიოზული პროექტის წამოწყებისთვის, საკუთარი ბიზნესის დაწყებისთვის, ახალ სამუშაო ადგილზე გადასვლისთვის – აუცილებლად ანაზღაურების გაზრდით და დაწინაურებით. ამ კვირაში რამდენიმე მიმზიდველი შემოთავაზება გექნებათ. პასუხის გაცემას ნუ იჩქარებთ: კარგად აწონ-დაწონილი გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ.

 

ვერძი

ნუ შეეცდებით მოაწესრიგოთ თქვენი ფინანსები და პირადი ცხოვრება, ახლა ეს შედეგს არ გამოიღებს. უახლოესი მომავლის  მთავარ ამოცანებზე იფიქრეთ, პოზიტიურად განეწყვეთ და ამით საფუძველი ჩაუყარეთ თქვენს მომავალ გამარჯვებებს. შეეცადეთ მნიშვნელოვანი საქმეები რამდენიმე თვით ადრე დაგეგმოთ. და შეიძინეთ აბონემენტი ფიტნეს-კლუბში: მუდმივად კარგ ფორმაში უნდა იყოთ.

სასიკეთო დღეები: 28, 2.

არასასიკეთო დღე: 30.

 

კურო

შესანიშნავი კვირაა ახალი სამსახურის დასაწყებად. შესაძლებელია საინტერესო შემოთავაზება გქონდეთ უცხოელი პარტნიორებისგან ან მივლინება საზღვარგარეთ. თუ მოულოდნელად დიდი თანხა გამოგიჩნდებათ, ვარსკვლავები გირჩევენ, სასწრაფოდ შეიძინოთ უძრავი ქონება, მანქანა ან რაიმე მნიშვნელოვანი ნივთი.

სასიკეთო დღეები: 29, 30.

არასასიკეთო დღე: 2.

 

ტყუპი

თქვენი ძალიასხმევა უშედეგო არ არის! არსებობს დიდი ალბათობა, რომ დიდ თანხას ან საინტერესო საქმიან წინადადებას მიიღებთ. გირჩევთ მოეშვათ  და რომანტიკული ან ფილოსოფიური განწყობა გქონდეთ: ტყუპებისთვის ეს ბევრად უკეთესია, ვიდრე ცხოვრება მუდმივ სტრესში.

სასიკეთო დღეები: 28, 2.

არასასიკეთო დღე: 27.

 

კირჩხიბი

ამ კვირაში გექნებათ შანსი, ვალები მოიშოროთ და მოაგვაროთ ძველი პრობლემებიც, რომლებიც მშვიდად ძილის საშუალებას არ გაძლევდათ. შეეცადეთ ძველი მეგობრები ნახოთ – ეს იქნება სასარგებლო და ძალიან სასიამოვნო. შეგიძლიათ მოაწყოთ ერთობლივი ვიზიტი თეატრში ან გამოფენაზე: ხელოვნებასთან ურთიერთობა პოზიტიური ენერგიით აგავსებთ და უამრავ  ნათელ შთაბეჭდილებას გაჩუქებთ.

სასიკეთო დღეები: 30, 31.

არასასიკეთო დღე: 27.

 

ლომი

ძალიან დაძაბული პერიოდია – მაგრამ ეს სწორი, კონსტრუქციული დაძაბულობაა. და კიდევ ერთი რამ: ახლა გექნებათ შესაძლებლობა გააუმჯობესოთ ურთიერთობები თქვენს ცხოვრებაში ყველაზე რთულ პიროვნებებთან. მოემზადეთ, რომ ურთიერთთანამშრომლობის უამრავ შემოთავაზებას მიიღებთ, მაგრამ, პირველ რიგში, ყველა ძველი საქმე დაასრულეთ.

სასიკეთო დღეები: 28, 31.

არასასიკეთო დღე: 27.

 

ქალწული

გახსოვდეთ: ფული – ფულისთვის. ნუ ჩქარობთ დახარჯოთ მთლიანად, რაც გამოიმუშავეთ, შექმენით „ფულის ყუთი“ და ის გახდება თქვენი ფინანსური კეთილდღეობის გარანტი. დროა შეიძინოთ აბონემენტი ფიტნეს ცენტრში, ესტუმროთ სპა სალონს – ერთი სიტყვით, თანხა სილამაზისა და ჯანმრთელობისთვის დახარჯოთ.

 

სასიკეთო დღეები: 30, 1.

არასასიკეთო დღე: 28.

 

სასწორი

დიდებული დროა ავანტურისტებისა და რომანტიკოსებისთვის. გარისკეთ, მაგრამ თავი არ დაკარგოთ! ნუ ექცევით უყაირათოდ  ფულს, გახსოვდეთ, რომ მას დათვლა უყვარს. და გაითვალისწინეთ: შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდეს თქვენს სამსახურში ან პირად ცხოვრებაში.

სასიკეთო დღეები: 27, 2.

არასასიკეთო დღე: 29.

 

მორიელი

კარგი დროა დიდი ხნის წინ დაწყებული პროექტების გგანვითარებისთვის. მფარველობას და პროტექციას გაგიწევენ და ყველაფერი კარგად წარიმართება.  დათანხმდით ნებისმიერ საქმიან შეხვედრებსა და ღონისძიებების ჩატარებას.

სასიკეთო დღეები: 30, 2.

არასასიკეთო დღე: 29.

 

მშვილდოსანი

მშვილდოსნის ნიშნის ქვეშ  დაბადებულთათვის უკიდურესად დაძაბული კვირაა. ბოლო  ნახტომი…  და მიზანი მიღწეულია. იზრუნეთ საკუთარ თავზე და დაჯავშნეთ სასტუმრო, რათა კარგად დაისვენოთ და ძალა და ენერგია აღიდგინოთ რთული პერიოდის შემდეგ.

სასიკეთო დღეები: 27, 1.

არასასიკეთო დღე: 30.

 

თხის რქა

კვირა ხელსაყრელია უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სამუშაოებისთვის, როგორიცაა:  რემონტი, ყიდვა-გაყიდვა, გაქირავება, მაგრამ იმ პირობით, რომ მთელი ოჯახის კეთილდღეობისთვის იღვწით. დიდი ხნის წინათ შეწყვეტილი კონტაქტი განახლდება, რაც შეიძლება მალე საქმიან თანამშრომლობაში გადაიზარდოს.

სასიკეთო დღეები: 27, 31.

არასასიკეთო დღე: 29.

 

მერწყული

დაკავდით იურიდიული საკითხებით, შეამოწმეთ დოკუმენტების ნამდვილობა (პასპორტები, ვიზები, მართვის მოწმობა და ასე შემდეგ)  – სადღაც ამ ქაღალდებში არის რაღაც დაფარული ხრიკი. უფრო მეტი ყურადღება მიაქციეთ საყვარელ ადამიანებს – ისინი გელოდებიან და თქვენი იმედი აქვთ. დაინტერესდით, როგორ არიან ბავშვები, რას აკეთებენ, რათა რაიმე მნიშვნელოვანი არ გამოტოვოთ.

სასიკეთო დღეები: 28, 1.

არასასიკეთო დღე: 30.

 

თევზები

ამ კვირაში შეიძლება თქვენი ფინანსური მდგომარეობა შეიცვალოს, ის უფრო მყარი და სტაბილური გახდება. შეეცადეთ გამონახოთ საერთო ენა საყვარელ ადამიანთან, გადაწყვიტოთ ყველა პრობლემა, მოაგვაროთ უთანხმოება. შესაფერისი მომენტია, რომ ერთად დაიწყოთ ცხოვრება, ურთიერთობა ოფიციალური გახადოთ და საერთო საცხოვრებელი ფართიც შეიძინოთ.

სასიკეთო დღეები: 31, 1.

არასასიკეთო დღე: 27.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close