ვიდეოიტალიაკრიმინალი

მილანის პოლიციამ ჩხრეკისას კედელში ჩამალული 15 მლნ ევრო აღმოაჩინა (ვიდეო)

15 მილიონი ევრო ნაღდი ფული აღმოაჩინეს კარაბინერებმა მილანის ერთ-ერთ უბანში, კაზორეტოში ბინის ჩხრეკისას. სამალავი კედელში იყო მოწყობილი და ყუთები 20-იდან 500 ევრომდე ნომინალის კუპიურებით ამ სამალავში იყო მოთავსებული. ამის შესახებ სახელმწიფო პოლიციამ განაცხადა.

სახლში, სადაც ჩხრეკა ჩატარდა, მილანის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნარკომოვაჭრის, 47 წლის მასიმილიანო კოუჩის მამა, 69 წლის ჯუზეპე ცხოვრობს. კარაბინერებმა კიდევ 140 ათასი ევრო სეიფიდან და 27 ათასი ევრო გარაჟიდან ამოიღეს.
 
პოლიციის ინფორმაციით, 15 მილიონი ევრო გასულ წელს მაროკოდან იტალიაში ჩატანილი ერთი ტონა ჰაშიშის გაყიდვის შედეგად მიღებული თანხაა.
 

ჩხრეკისას სახლში იმყოფებოდნენ მასიმილიანოს მამა და კედლის სამალავების სპეციალისტი ხელოსანი.

დაკავებულია 3 ადამიანი, მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close