აშშ-ის უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ კორონავირუსი მზეში მოხვედრიდან რამდენიმე წუთში კვდება ჰაერშიც და ზედაპირზეც, – წერს „დეილი მეილი“.
კვლევის თანახმად, დიდი ალბათობით, ვირუსის გავრცელება ზაფხულისთვის შენელდება, რადგან მზის შუქი, მაღალი ტემპერატურა და ტენიანობა ვირუსის სიცოცხლისუნარიანობას ამცირებს. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ 21-24 გრადუსის ტემპერატურის პირობებში ვირუსი 18 საათს ცოცხლობს, თუმცა ტენიანობის მომატებისას ეს მაჩვენებელი ექვს საათამდე მცირდება, ხოლო როდესაც ვირუსი მზის სხივის არეალში ხვდება, კვლევის თანახმად, ის წუთებში კვდება.
როგორც უსაფრთხოების დეპარტამენტის მრჩეველი, მეცნიერი უილიამ ბრაიანი აცხადებს, ეს ინფორმაცია იძლევა საბაბს, ვივარაუდოთ, რომ ზაფხულისთვის ინფექციის გავრცელება შენელდება. ამასთანავე, კვლევამ აჩვენა, რომ ულტრაიისფერ შუქს კორონავირუსზე სტერილიზაციის ეფექტი აქვს, რადგან რადიაცია ვირუსის გენს აზიანებს და მის გამრავლებას აფერხებს.
კვლევა ბიოთავდაცვის ანალიზისა და საწინააღმდეგო ღონისძიებების ცენტრმა ჩაატარა.
1tv.ge
კომენტარები