რატომ ვერ მოხერხდა შევარდნაძის დროს დაწყებული პროექტის – ლუგარის ცენტრის ამუშავება 2013 წლამდე (ვიდეო)
1997 წელს საქართველომ და ამერიკამ დიდი ხელშეკრულება გააფორმეს, რომელსაც ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა, ედუარდ შევარდნაძემ და ბილ კლინტონმა მოაწერეს ხელი. ამ დოკუმენტმა საფუძველი დაუდო ბიოლოგიური უსაფრთხოების ერთ-ერთ მთავარ კომპონენტს საქართველოში
ლუგარის ლაბორატორია საზოგადოების ყურადღების ცენტრში 2017 წლიდან მოექცა, მას შემდეგ, რაც რუსეთის ხელისუფლების სხვადასხვა ინსტანციამ ცენტრის საქმიანობა გააკრიტიკა და დაავადებების გავრცელებაში დაადანაშაულა, რაც თითქოს აშშ-ის მთავრობის ქოლგის ქვეშ ხორციელდებოდა.
ბიოლოგიური იარაღის დამზადება, საშიში ვირუსების გავრცელება, სახიფათო მწერების დივერსიული მიზნებით გამოყენება და ხალხის მოწამვლა – ეს არის ის ბრალდებები, რომლებსაც უკვე წლებია, ლაბორატორიის გახსნის მომენტიდან, რუსეთის ხელისუფლება და მისი მედიასაშუალებები ლუგარის კვლევით ცენტრს უყენებენ. 2016 წელს, BBC-ს რუსული სააგენტოსთვის მიცემულ ინტერვიუში, „როსპოტრებნადზორის“ ყოფილი ხელმძღვანელი და რუსეთის პრემიერ-მინისტრის მრჩეველი გენადი ონიშენკო აცხადებდა, რომ 2012 წლიდან აფხაზეთში ზიკას ვირუსის გადამტანი მწერები გამოჩნდნენ, რაც პირდაპირ უკავშირდება თბილისში მდებარე ამერიკულ ლაბორატორიას.
ასევე, რუსეთის ოფიციალური პირები ლაბორატორიას ბიოლოგიური ომის წარმოებაში ადანაშაულებენ.
საქართველოშიც უამრავი მითქმა-მოთქმა არსებობდა ლაბორატორიაში მიმდინარე ცდების შესახებ.
სინამდვილეში როგორ შეიქმნა და განვითარდა ლუგარის ლაბორატორია, რომელიც დღეს კორონოვირუსთან ბრძოლის უმნიშვნელოვანესი ფორპოსტია საქართველოში, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ვიდეოინტერვიუში საუბრობს. ვიდეო დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა გაავრცელა.
[arve url=”https://youtu.be/xPmVxr1tyQM” /]
კომენტარები