მოგზაურობამსოფლიო
ტურისტებს ფიტოსერტიფიკატის გარეშე ევროპის ქვეყნებში ხილის და ბოსტნეულის შეტანა ეკრძალებათ
2019 წლის 14 დეკემბრიდან ტურისტებს ფიტოსანიტარული სერტიფიკატის გარეშე ევროპის ქვეყნებში ხილის და ბოსტნეულის შეტანა აეკრძალათ. ინფორმაციას ტუროპერატორთა ასოციაცია ავრცელებს.
კერძოდ, ძალაში შედის ევროკავშირის კანონმდებლობა, რომელიც ფიზიკურ პირებს სერტიფიკატის გარეშე მცენარეული წარმოშობის პროდუქციის შეტანას უკრძალავს. ამასთან, სერტიფიკატის ქონის შემთხვევაში ტურისტი ევროკავშირის ქვეყნებში ამ სახეობის პროდუქტის 2 კილოგრამზე მეტს ვერ შეიტანს. ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის ვალდებულება არ ვრცელდება ბანანზე, ფინიკზე, ანანასსა და ქოქოსზე.
imedinews.ge
კომენტარები