მოდა/სილამაზემსოფლიოსაზოგადოება
2020 წლის მთავარი ფერი დასახელდა
საერთაშორისო კვლევითმა ინსტიტუტმა PANTONE-მა 2020 წლის მთავარი ფერი დაასახელა.
მომავალი წლის ფერი 19-4052 Classic Blue ანუ კლასიკური ლურჯი იქნება.
„ჩვენ ვცხოვრობთ დროში, როცა ნდობა და რწმენა უმნიშვნელოვანესია, რასაც სწორედ ეს ფერი გვაძლევს. კლასიკურ ლურჯს, მყარი და საიმედო ცისფერი ელფერით, ყოველთვის შეიძლება ვენდოთ“, – განაცხადა ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ლიტრის ეიზმანმა.
ცენტრის ვერსიით, 2019 წლის მთავარი ფერი 16-1546 Living Coral ანუ მარჯნისფერი იყო.
ინსტიტუტი Pantone უკვე 50 წელია არსებობს და ამ სფეროში ავტორიტეტად მიიჩნევა.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები