18 წლის სანდრო გეგეჭკორმა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზში დაუკრა
18 წლის პიანისტმა სანდრო გეგეჭკორმა ამსტერდამში, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზში ROYAL CONCERTGEBOUW სოლო კონცერტი გამართა. ქართველი პიანისტი მაყურებელმა დიდი ოვაციით დააჯილდოვა.
„ძალიან დიდი პატივი მქონდა, შემესრულებინა კონსერტგებაუს ბრწყინვალე დარბაზში. ძალიან წარმატებულად ჩაიარა კონცერტმა“, – წერს პიანისტი.
„დღეს უბედნერესი დღე იყო ჩემთვს და რობისთვის. სიხარულის და ბედნერების ცრემლებით აღსავსე ამაყად ვიჯექი ამ ულამაზეს და ისტორიულ დარბაზში, სადაც ქართული გენი და ნიჭი აგუგუნებდა იქაურობას. ამდენი ჰოლანდიელის ერთობლივმა ემოციამ და ოვაციამ შესძრა მთელი დარბაზი. რთულად შეეგუა დარბაზი სანდროსთან დაშორებას. მადლობა სანდროს და უფალს ამ ლამაზი და ბედნიერ დღეების მონიჭებისთვის, რომელიც ულამაზეს მოგონებად დარჩება ჩვენს მეხსიერებაში. ეს ერთი და სხვა მრავალი წარმატება სანდროს და ყველა ქართველს! ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს განუმეორებელი ქართული გენი მრავალჟამიერ! სანდრო გვიყვარხარ და ყოველთვის შენს გვერდით გვიგულე! ვამაყობ შენი აღზრდით, პიროვნებით, ადამიანობით, თავმდაბლობით და კეთილშობილებით. ღმერთმა გვიმრავლოს შენისთანა ახალგაზრდები”, – წერს კომპანია Tika Tours Georgia-ს დამფუძნებელი და პრეზიდენტი თიკა სვანიძე-ვენკო, რომელმაც ორგანიზება და სპონსორობა გაუწია სანდროსა და მისი პედაგოგის ვიზიტს ჰოლანდიაში.
megatv.ge
სანდრო გეგეჭკორის კონცერტი:
კომენტარები