მსოფლიოსაზოგადოებაქართველები უცხოეთშიკულტურასაქართველო

„ამერიკავ, მოვდივარ!“ – რუისელი ალექსანდრე ზაზარაშვილი კარნეგი ჰოლში იმღერებს

უკრაინული „ვოისის“ გამარჯვებულ ალექსანდრე ზაზარაშვილს კარნეგი ჰოლში ელოდებიან.

20 სექტემბერს მსოფლიოს ერთ-ერთ უმთავრეს საკონცერტო დარბაზში ბარიტონი დავით ღვინიანიძე გამართავს კონცერტს, რომელშიც ალექსანდრეც მიიღებს მონაწილეობას.

მომღერალმა დავით ღვინიანიძემ დააარსა ფონდი „მსოფლიო ტალანტები“, რომელიც ახორციელებს პროექტს „მუსიკალური გალერეა – გზა კარნეგი ჰოლისკენ”. პროექტის ფარგლებში მომღერალი ნიჭიერ ხელოვანებს შორის უნიჭიერესს გამოარჩევს და მას აძლევს შანსს, თავისი შესაძლებლობები კიდევ უფრო მასშტაბურად წარმოაჩინოს.

სწორედ ამ პროექტის გამარჯვებული გახდა მომღერალი ალექსანდრე ზაზარაშვილი, რომელიც ამერიკაში გაემგზავრება: „ღმერთო, მადლობა ძალიან დიდი. გიჟად ვარ „მსოფლიო ტალანტები – გზა კარნეგი ჰოლისკენ” გავიმარჯვე! ღმერთო, დიდი მადლობა. არ ვიცი, რა ვთქვა… ამერიკავ, მოვდივარ!.

რუისელი მომღერალი, რომელსაც ქართველი რობერტინო ლორეტი უწოდეს, მსმენელის წინაშე სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებულ ნიჭიერ შემსრულებლებთან ერთად წარდგება.

artinfo.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close