მსოფლიოქართველები უცხოეთშისაქართველოსპორტი

ახალი ქართული ინიციატივა: საჭადრაკო „ოსკარი“ – მონტე-კარლოში საუკუნის წინანდელი ქართული საქმე ბრუნდება

„ევროპის ოქროს პაიკი“ – საჭადრაკო დაჯილდოების ცერემონიაა, რომელიც 2019 წლის 30 ნოემბერს მონაკოში გაიმართება. ღონისძიებაზე ევროპის საჭადრაკო სამყაროს საუკეთესო წარმომადგენლები მოიყრიან თავს. დაჯილდოება ტრადიციული გახდება და ყოველი წლის ნოემბრის ბოლო შაბათს ჩატარდება. ამ ღონისძიების ინიციატორი ცნობილი ქართველი მოჭადრაკე ზურაბ აზმაიფარაშვილია.

1903-1904 წლებში მონტე-კარლოს საერთაშორისო ტურნირების პრეზიდენტი ცნობილი ქართველი მოჭადრაკე და ჭადრაკის მეცენატი ანდრია დადიანი იყო. ევროპის საჭადრაკო კავშირის ქართველი პრეზიდენტის, ზურაბ აზმაიფარაშვილის  ინიციატივით და კომპანია „აიგრუპის“ სპონსორობით, მონტე-კარლოში საუკუნის წინანდელი, ანდრია დადიანის მიერ დაწყებული ქართული საქმე გრძელდება, რომელიც, უპირველესად, ჭადრაკის და, ამასთან, ჩვენი ქვეყნისა და ერის პოპულარიზაციაა.

დაჯილდოების პირველი წელი ევროპულ ლეგენდებს და ჭადრაკის განვითარება-პოპულარიზაციაში მათი ღვაწლის წარმოჩენას მიეძღვნება.

„მონაკო არის ადგილი, სადაც საჭადრაკო ტრადიცია იყო ძალიან დიდი. ეს ტრადიცია დაკავშირებული იყო საქართველოსთან. თუკი კინოში არის „ოსკარი“, რატომაც არა ჭადრაკში „ოქროს პაიკი“?! – ამბობს ზურაბ აზმაიფარაშვილი.

პირველ წელს საჭადრაკო კავშირი „ოქროს პაიკს“ გადასცემს მონაკოს პრინც ალბერტ მეორეს, მისი მშობლების ჭადრაკისადმი დიდი სიყვარულის გამო. ღონიძიების ფარგლებში დაგეგმილია ლეგენდარული გარი კასპაროვის სეანსი 6-12 წლის ბავშვებთან.

ღონისძიების რეჟისორი ბასა ფოცხიშვილი იქნება.

მანანა ბანძელაძე

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close