მსოფლიოქართველები უცხოეთშისაქართველოსპორტი
ტოკიოში ქართველი სუმოისტის ქანდაკება დადგეს
იაპონიის დედაქალაქში ლევან გორგაძეს, იგივე ტოჩინოშინს ქანდაკება დაუდგეს. ქართველ სუმოისტს ხელში რაგბის ბურთი უჭირავს.
20 სექტემბერს იაპონიაში რაგბის მსოფლიო თასის ტურნირი იწყება. მისმა ორგანიზატორებმა, რაგბის პოპულარიზაციის მიზნით, კამპანიაში სუმოისტები, მათ შორის, ტოჩინოშინიც ჩართეს. მისი ქანდაკება ტოკიოს ერთ-ერთ ქუჩაზე დაიდგა.
რაგბის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას საქართველოს ეროვნული ნაკრებიც მიიღებს.
კომენტარები