მედიცინარას არ გაიგებ/ფაქტებიჯანმრთელობა

სპილენძი სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ და ზედმეტი წონის წინააღმდეგ

უძველესი დროიდან კარგად იყო ცნობილი, რომ სპილენძი აქტიურად მონაწილეობს სისხლის მიმოქცევისა და ნივთიერებათა ცვლის პროცესებში, აწესრიგებს ღვიძლის, ელენთისა და ლიმფური სისტემის მუშაობას, მას რეგენერაციული თვისება აქვს და შეუძლია თავიდან აგვაცილოს ბევრი დაავადება.

სპილენძით მკურნალობა ძველ დროში

ანტიკურ ხანაში სპილენძს სისხლნაკლულობისას იყენებდნენ. ეპილეფსიით დაავადებულებს შეტევის დროს ხელებში სპილენძის მონეტებს უწყობდნენ. მაგალითად, ძველბერძენი ექიმი და ფილოსოფოსი ემპედოკლე სპილენძის სანდლებით დაიარებოდა, რომლებიც ტერფების მიდამოში აკუპუნქტურულ წერტილებზე ზემოქმედებდნენ, ცნობილ ფილოსოფოსს – არისტოტელეს კი ხელში სპილენძის ბურთულით დაძინება უყვარდა.

ძველ დროში სპილენძის აპლიკაციებს იყენებდნენ იმ პაციენტთა სამკურნალოდ, რომლებსაც ყელ-ყურის პრობლემები აწუხებდათ. შედეგად პაციენტებს ეხსნებოდათ ხმაური, შუილი ყურებში და სმენაც უუმჯობესდებოდათ.

სპილენძის მაგიური თვისებები

ცნობილია, რომ ამ ლითონს არა მარტო სამკურნალოდ, მაგიურ თილისმებადაც იყენებდნენ. შუასაუკუნეებში ითვლებოდა, რომ სპილენძი ნებისმიერ გათვალვას და ჯადოს ხსნიდა, მისი მეშვეობით ცდილობდნენ გამოევლინათ კუდიანები და ჯადოქრები. ჩვენს დროში კი სპილენძის მავთულისგან ე. წ. ბიოჩარჩოებს ამზადებენ, რომელთა მეშვეობით შეიძლება ბიოველის გაზომვა ან წყლის აღმოჩენა.

სპილენძით მკურნალობა თანამედროვე ეპოქაში

ბევრი ადამიანი დღესაც მუდმივად ატარებს სპილენძის სამაჯურს უძილობისაგან, ნევროზებისა და ჰიპერტონული კრიზისაგან თავდასაცავად. სამკურნალო პრაქტიკაში ლითონების გამოყენების ეფექტიანობას ჩვენი დროის მედიცინაც ადასტურებს. დადგენილია, რომ ადამიანის კანთან სპილენძის, ოქროს, თუთიისა და ტყვიის კონტაქტისას დენი ლითონიდან კანისაკენ მიემართება, ხოლო ვერცხლისა და კალის კონტაქტისას კი – საპირისპირო მიმართულებით ანუ კანიდან ლითონისკენ.

დადგინდა, რომ ორგანიზმში მიმდინარე სასიცოცხლო მნიშვნელობის პროცესებში ლითონები მიკროელემენტების სახით მონაწილეობენ. მაგალითად, სპილენძი ნივთიერებათა ცვლის პროცესებში მონაწილეობს, რაზეც მეტყველებს მისი მაღალი კონცენტრაცია ღვიძლსა და ტვინში. ის ფაქტიც მეცნიერულად დადასტურდა, რომ სპილენძი აქტიურად არის ჩართული სისხლის წარმოქმნის პროცესში, P და C ვიტამინების ცვლაში, ორგანიზმში მისი ნაკლებობა ან არარსებობა კი სხვადასხვა დაავადების განვითარების მიზეზი ხდება, მაგალითად, როგორიცაა სისტემური წითელი მგლურა და ვილსონის დაავადება.

სპილენძის აპლიკაციები დაბლა წევს ტემპერატურას, აცხრობს ტკივილს, მოქმედებს, როგორც სისხლის აღმდგენი საშუალება, აქვს გამოხატული ბაქტერიოციდული ეფექტი; გარდა ამისა, ხელს უწყობს კეთილთვისებიანი სიმსივნეების გაწოვას, ააქტიურებს წყლისა და მარილების ცვლას, აუმჯობესებს ძილს, ამშვიდებს ნერვულ სისტემას.

სპილენძი ზედმეტი კილოგრამების წინააღმდეგ

ყველაფერთან ერთად ითვლებოდა, რომ სპილენძი ზედმეტ წონასაც წარმატებით ებრძვის. ამისათვის კი აუცილებელია სამაჯურში ამ ლითონის შემცველობა 99% იყოს. თუ ამდაგვარ სამკაულს მარჯვენა ხელზე ატარებთ, წონასთან ერთად თავის ტკივილებსაც და უძილობასაც დაამარცხებთ, ხოლო თუ მაღალი არტერიული წნევა გაწუხებთ, სამაჯური მარცხენა ხელზე გაიკეთეთ.

სპილენძის სამაჯურის გაწმენდა

მედიკოსები გვირჩევენ, სამაჯური 2 წლის განმავლობაში ვატაროთ და პერიოდულად გავწმინდოთ, რადგან კოროზია სპილენძის სამკურნალო თვისებებს აქვეითებს.

სპილენძის ნაკეთობების გაწმენდის ყველაზე მარტივი მეთოდი მათი ცხელ წყალში მოთავსებაა. დაუმატეთ წყალს რომელიმე სარეცხი საშუალება და ნაკეთობა რბილი ჯაგრისით გაწმინდეთ. მეორე მეთოდია მისი ლიმონის ნაჭრით გახეხვა, რის შემდეგაც ჯაგრისი უნდა გადაუსვათ და გარეცხოთ.

თანამედროვე კვლევები

ბრიტანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სპილენძისგან დამზადებულ სხვადასხვა ნივთთან ხშირი შეხება, როგორიცაა, მაგალითად: კარის სახელურები, წყლის ონკანები და შუქის გამომრთველები – მრავალი ინფექციის თავიდან აცილების საშუალებას გვაძლევს.

ბირმინგემის კლინიკა Selly Oak-ში საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარეს: რამდენიმე საპირფარეშოში სპილენძის ონკანები და უნიტაზის ზედაპირები დააყენეს, კარებზე კი სპილენძის ფირფიტები მიამაგრეს.

მკვლევარები დღეში ორჯერ იღებდნენ სინჯებს როგორც სპილენძის ნაკეთობების ზედაპირიდან, ისე ჩვეულებრივი მასალისგან დამზადებული ანალოგებიდანაც. აღმოჩნდა, რომ სპილენძის ნივთებზე ბაქტერიების რაოდენობა 95%-ით ნაკლები იყო, ვიდრე სხვა მასალისგან დამზადებულ იმავე საგნებზე. ამის შემდეგ მათ კლინიკაში რკინისა და პლასტმასის ყველა ზედაპირი სპილენძით შეცვალეს…

დონეცკის სამედიცინო ინსტიტუტში კი საგანგებოდ გამოიკვლიეს სპილენძის მოქმედება ადამიანის ორგანიზმზე. აღმოჩნდა, რომ სპილენძი კანის საშუალებით ორგანიზმის ღრმა ქსოვილებში აღწევს და მადეზინფიცირებელ ზემოქმედებას ახდენს მათზე. თრომბოფლებიტის (ვენური თრომბოზი, რომელსაც ვენების კედლების ანთება ერთვის) დროს პაციენტებს ხშირად კანზე სპილენძის მონეტები აქვთ მიმაგრებული, რაც ვარიკოზულ კვანძებს მნიშვნელოვნად ამცირებს. თუ რბილი ქსოვილების დაზიანებისას გამკვრივება გაჩნდა, მასზე სპილენძის მონეტა დაიდეთ და დროებით მიიმაგრეთ. დაზიანება ბევრად სწრაფად გაივლის.

კირა კარიაული

P. S. არ ვიცით, რამდენად მართალია, მაგრამ სპილენძს ძველად სიყვარულში წარმატების მოტანასაც „აბრალებდნენ“. თუ ანტიკური ხანიდან მოღწეულ ამ ინფორმაციას თქვენც დაუჯერებთ, მაშინ ჯობს, სპილენძში ჩასმული ზურმუხტები ატაროთ.

მსგავს თემაზე: ნაწლავების მსუბუქი გაწმენდა და ორგანიზმის გაახალგაზრდავება მარტივი მეთოდით

დარიჩინი თრომბების წარმოქმნას უშლის ხელს და ვარიკოზისგანაც გვიცავს

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close