ინდონეზიაში, ვაკატობის საზღვაო ეროვნული პარკის სანაპიროზე, კაშალოტის სახეობის მკვდარი ვეშაპი გამოირიყა. ამის შესახებ „გარდიანი“ წერს.
გაკვეთისას ძუძუმწოვრის კუჭში 5,9 კილოგრამამდე პლასტიკური ნარჩენები აღმოაჩინეს – 115 ერთჯერადი ჭიქა, 4 პლასტმასის ბოთლი, 25 ერთჯერადი ცელოფნის პაკეტი და ორი „შლოპანცი“.
ინდონეზიის ზღვის ცხოველთა დაცვის ორგანიზაციაში დარწმუნებით ვერ ამბობენ, გახდა თუ არა ეს ნარჩენები ვეშაპის სიკვდილის მიზეზი, თუმცა თავად ფაქტი საგანგაშოა და ნათლად აჩვენებს, რამხელა ზიანის მიყენება შეუძლია გარემოს დაბინძურებას ეკოსისტემისთვის.
იხილეთ ვიდეო:
კომენტარები