ჰოროსკოპი: კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 2-8 ნოემბერი

2026 წლის 2-დან 8 ნოემბრამდე პერიოდი კლებადი მთვარის ფაზას ემთხვევა. ეს ასტროლოგიურად ძველი საქმეების დასრულების, განვლილი გზის გადაფასებისა და ენერგიის დაზოგვის პერიოდად მიიჩნევა.
ნოემბრის პირველი კვირა მოთმინებას, პრაქტიკულობასა და გარშემო მყოფების მიმართ ყურადღებიან დამოკიდებულებას მოითხოვს. კარგი დროა დაგროვილი საქმეების დასამთავრებლად, გეგმების გადასახედად და დასვენებისთვისაც. გახსოვდეთ, რომ აჩქარება ამ დღეებში შესაძლოა ცუდი მრჩეველი აღმოჩნდეს.
კვირის მთავარი ასტროლოგიური მოვლენები
☀️ 4 ნოემბერი – მზისა და მერკურის შეერთება
ეს ასტროლოგიური ასპექტი წელიწადში რამდენჯერმე მეორდება და გონებრივი აქტივობის, კომუნიკაციისა და ინფორმაციის გაცვლის გაძლიერებას უკავშირდება. კარგი პერიოდია მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად, იდეების გასაზიარებლად და ახალი გეგმების დასახვისთვის.
თუმცა, რადგან მერკური რეტროგრადულ მოძრაობას განაგრძობს, უმჯობესია უკვე დაწყებულ საქმეებს დაუთმოთ ყურადღება. შესაძლოა, მოგიწიოთ ძველ პროექტებთან დაბრუნება, წარსულში მიღებული გადაწყვეტილებების გადახედვა ან ისეთი საკითხების მოგვარება, რომლებიც ვერ დაასრულეთ. ზოგიერთს შესაძლოა მნიშვნელოვანი დეტალებიც გაახსენდეს, რომლებიც აქამდე ყურადღების მიღმა დარჩა.
💗 4 ნოემბერი – ვენერასა და იუპიტერის სექსტილი
ეს ჰარმონიული ასპექტი სიყვარულის, პარტნიორობისა და სოციალური ურთიერთობების თემებს აძლიერებს. ასტროლოგიური თვალსაზრისით, ხელსაყრელი პერიოდია ურთიერთობების გასაუმჯობესებლად, ახალი ნაცნობობისთვის, შეხვედრებისა და სასიამოვნო მგზავრობისთვის.
შესაძლებელია რომანტიკული შეხვედრებიც, თუმცა ვენერას რეტროგრადული მოძრაობის გამო ძველი ურთიერთობებისა და გრძნობების გადაფასებაც აქტუალური იქნება. ფინანსურ საკითხებში შესაძლოა საინტერესო შესაძლებლობები გამოჩნდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დაუფიქრებელი ხარჯები გამართლებულია. ყურადღებას მოითხოვს, აგრეთვე, დოკუმენტაციასთან, სამართლებრივ საკითხებსა და განათლებასთან დაკავშირებული საქმეები.
ეს ასპექტები განსაკუთრებით დადებითად შეიძლება აისახოს იმ ადამიანებზე, რომელთა პირად ჰოროსკოპში იუპიტერს მნიშვნელოვანი პოზიცია უკავია.
კვირის პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
♈ ვერძი
ამ კვირაში შესაძლოა მნიშვნელოვნად გაიზარდოს თქვენი საქმიანი აქტივობა, რაც დადებითად აისახება შემოსავალზეც. სასურველია, თავი აარიდოთ კამათს, იყოთ ყურადღებიანი და პრაქტიკული. გადაწყვეტილებების მიღებისას ნუ იჩქარებთ – ზოგჯერ მცირე პაუზა შეცდომისგან დაგიცავთ.
შაბათ-კვირა ოჯახურ საქმეებს, საყვარელ ადამიანებთან დროის გატარებასა და ძალების აღდგენას დაუთმეთ.
სასიკეთო დღეები: 6, 7 ნოემბერი
არახელსაყრელი დღე: 4 ნოემბერი
♉ კურო
ამ კვირაში ყურადღების ცენტრში პარტნიორული ურთიერთობები და კომუნიკაცია მოექცევა. კარგი დროა ძველი უთანხმოებების მოსაგვარებლად და საკუთარი პოზიციების გასამყარებლად. შესაძლოა ისეთ ადამიანებთანაც დაიწყოთ თანამშრომლობა, რომლებსაც აქამდე ბიზნესპარტნიორებად არ განიხილავდით.
განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ გარეგნობასა და იმიჯს – კარგად შერჩეული სამოსი და საკუთარ თავზე ზრუნვა თავდაჯერებულობას შეგმატებთ.
შაბათ-კვირისთვის პაემანი ან მეგობრული შეხვედრა დაგეგმეთ. ეს დაგეხმარებათ, უკეთ გაერკვეთ გარკვეულ საკითხებში და გაუგებრობები აღმოფხვრათ.
სასიკეთო დღეები: 5, 8 ნოემბერი
არახელსაყრელი დღე: 3 ნოემბერი
♊ ტყუპი
ამ კვირაში იმდენად ენერგიული და ოპტიმისტური იქნებით, რომ დაბრკოლებების გადალახვა ჩვეულებრივზე გაცილებით გაგიადვილდებათ. შესაძლოა ახალი შესაძლებლობებიც აღმოაჩინოთ და რამდენიმე ნაბიჯით მიუახლოვდეთ სანუკვარი მიზნების განხორციელებას.
ინფორმაციის მიღებისა და გადაცემისას ყველა დეტალი გადაამოწმეთ, რათა შეცდომები თავიდან აიცილოთ. კომუნიკაცია თქვენი მთავარი უპირატესობა იქნება, თუმცა მოერიდეთ ისეთი დაპირებების გაცემას, რომელთა შესრულებაც გაგიჭირდებათ.
შაბათ-კვირას აქტიური დასვენება და სასიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობა გელით.
სასიკეთო დღეები: 6, 8 ნოემბერი
არახელსაყრელი დღე: 4 ნოემბერი
♋ კირჩხიბი
სამსახურში მნიშვნელოვანი და ხელსაყრელი ცვლილებებია მოსალოდნელი. გაქვთ შანსი, გამოიჩინოთ თავი, დაწინაურდეთ ან ახალი, უფრო პრესტიჟული სამსახური იპოვოთ. თუმცა მნიშვნელოვანია, გულწრფელი იყოთ როგორც საკუთარ თავთან, ისე ხელმძღვანელობასთან – რეალურად შეაფასოთ თქვენი შესაძლებლობები და არ აიღოთ იმაზე მეტი პასუხისმგებლობა, ვიდრე შეგიძლიათ.
მოთმინება, შრომისმოყვარეობა და მაღალი პროდუქტიულობა სასურველი შედეგის მიღწევაში დაგეხმარებათ. კარგი დროა სამუშაო სივრცის მოსაწესრიგებლადაც.
შაბათ-კვირას შემოქმედებითი ენერგია და რომანტიკული განწყობა მოიმატებს. გამოიყენეთ ეს დღეები დასვენებისა და სასიამოვნო საქმიანობისთვის.
სასიკეთო დღეები: 3, 6 ნოემბერი
არახელსაყრელი დღე: 5 ნოემბერი
♌ ლომი
ამ კვირაში საინტერესო იდეები გაგიჩნდებათ, თუმცა მათი დაუყოვნებლივ განხორციელება შესაძლოა ვერ მოახერხოთ. კოლეგებთან ურთიერთობა გაუმჯობესდება და სამუშაო გარემოც უფრო სასიამოვნო გახდება. გამოავლინეთ ლიდერული თვისებები, მაგრამ ემოციების კონტროლი არ დაივიწყოთ.
კვირის შუა პერიოდში მოულოდნელი შეხვედრა შესაძლოა ნაყოფიერი თანამშრომლობის დასაწყისად იქცეს. იყავით გულწრფელი საკუთარ თავთან და გარშემო მყოფებთან. ოჯახური საკითხები და სახლთან დაკავშირებული დეტალები თქვენს ყურადღებას მოითხოვს.
კვირას მეგობრულ წრეში შესაძლოა ძველ ნაცნობებს შეხვდეთ.
სასიკეთო დღეები: 2, 5 ნოემბერი
არახელსაყრელი დღე: 7 ნოემბერი
♍ ქალწული
ეს კვირა დადებით ცვლილებებს მოიტანს როგორც სამსახურში, ისე პირად ცხოვრებაში. აქტიური კომუნიკაციის, მცირე მგზავრობებისა და ინფორმაციის დამუშავების პერიოდი გელით. თქვენი ინიციატივები ყურადღებას მიიპყრობს, უჩვეულო იდეები კი შესაძლოა წარმატების საწინდარი გახდეს. ხელმძღვანელობა თქვენს შრომას სათანადოდ დააფასებს.
კარგი დროა ახალი ნაცნობობისა და რომანტიკული თავგადასავლებისთვისაც. ნუ იტყვით უარს საინტერესო შეხვედრებსა და შემოთავაზებებზე.
შაბათ-კვირა შინაგან სიმშვიდეს მოგიტანთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ გამოსასვლელ დღეებს საყვარელ ადამიანებთან ერთად გაატარებთ.
სასიკეთო დღეები: 6, 7 ნოემბერი
არახელსაყრელი დღე: 4 ნოემბერი
♎ სასწორი
ამ კვირაში კარიერული წინსვლის შესაძლებლობა გექნებათ. სასურველი მიზნის მისაღწევად შესაძლოა მხოლოდ მცირე დამატებითი ძალისხმევა დაგჭირდეთ. მოსალოდნელია საკუთარი თავის მიმართ ზედმეტი კრიტიკულობა, თუმცა ზომიერად ეს დამოკიდებულება შეცდომების გამოსწორებაში დაგეხმარებათ.
კვირის შუა პერიოდში შესაძლოა ძველი, თითქოს უკვე მოგვარებული კონფლიქტი კვლავ წამოიჭრას. ეცადეთ, სიტუაციას დელიკატურად მიუდგეთ და დარწმუნდეთ, რომ სწორად გაგიგეს. ფინანსურ ხარჯებსაც მეტი სიფრთხილით მოეკიდეთ.
შაბათ-კვირას პარტნიორთან ურთიერთობის შესანარჩუნებლად კომპრომისზე წასვლა მოგიწევთ.
სასიკეთო დღეები: 3, 7 ნოემბერი
არახელსაყრელი დღე: 5 ნოემბერი
♏ მორიელი
ენერგიული და მოვლენებით დატვირთული კვირა გელოდებათ. ბევრ საქმეში წარმატების მიღწევას შეძლებთ, თუმცა ამისთვის საკმაო დროისა და ენერგიის დახარჯვა მოგიწევთ. ახლა რამდენიმე მნიშვნელოვანი დავალების შესრულებაა საჭირო, ამიტომ პრიორიტეტები სწორად განსაზღვრეთ.
მოგზაურობა და საქმიანი ვიზიტები შესაძლოა განსაკუთრებით ხელსაყრელი აღმოჩნდეს.
შაბათ-კვირა დასვენებასა და ახალი შთაბეჭდილებების მიღებას დაუთმეთ. ამასთან, ეცადეთ, აქამდე გადაუჭრელი ოჯახური საკითხებიც მოაგვაროთ.
სასიკეთო დღეები: 6, 8 ნოემბერი
არახელსაყრელი დღე: 4 ნოემბერი
♐ მშვილდოსანი
ამ კვირაში ჩვეულებრივზე მეტი აქტიურობა მოგიწევთ. თქვენი გეგმების განსახორციელებლად გავლენიანი ნაცნობებისა და სანდო მეგობრების მხარდაჭერა დაგჭირდებათ. ყურადღება მთავარ საკითხებზე გაამახვილეთ და დრო უმნიშვნელო საქმეებზე არ დაკარგოთ.
ლიდერული პოზიციის მოსაპოვებლად მოთმინება და თავდაჯერებულობა აუცილებელი იქნება. ნუ ეცდებით მოვლენების დაჩქარებას – თანმიმდევრული მოქმედება უკეთეს შედეგს მოგიტანთ.
შაბათ-კვირას სასურველია განმარტოება, სამომავლო გეგმებზე დაფიქრება და ძალების აღდგენა.
სასიკეთო დღეები: 4, 8 ნოემბერი
არახელსაყრელი დღე: 7 ნოემბერი
♑ თხის რქა
ამ კვირაში თქვენი მიღწევების განმტკიცება და უკვე მოპოვებული პოზიციების შენარჩუნება მოგიწევთ. სამსახურში ყურადღება არ გაგეფანტოთ, რადგან ამან შესაძლოა სამუშაო რიტმი დაგირღვიოთ და კოლეგებთან ან ხელმძღვანელობასთან გაუგებრობა გამოიწვიოს.
კვირის მეორე ნახევარი ხელსაყრელია ძველი მეგობრობის აღსადგენად. თუ ვინმესთან ურთიერთობა გაგიფუჭდათ და მისი დაბრუნება გსურთ, პირველი ნაბიჯის გადადგმის ნუ შეგეშინდებათ. ხუთშაბათი და პარასკევი ახალი პროექტის დასაწყებად კარგი დღეებია. გუნდური მუშაობა წარმატებას მოგიტანთ.
ახალი შესაძლებლობების აღმოსაჩენად ზოგჯერ სიჩუმე და მშვიდი გარემო გჭირდებათ – საკუთარ თავს ფიქრისა და გააზრებისთვის დრო დაუთმეთ.
სასიკეთო დღეები: 2, 6 ნოემბერი
არახელსაყრელი დღე: 4 ნოემბერი
♒ მერწყული
პერსპექტიული და შემოქმედებითი კვირა გელოდებათ, განსაკუთრებით – თუ ინიციატივას გამოიჩენთ და მოვლენების განვითარებას თავად შეუწყობთ ხელს. შესაძლოა საინტერესო შემოთავაზებაც მიიღოთ, რომელიც ახალ შესაძლებლობებს გაგიხსნით, თუმცა სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, ყველა დეტალი ყურადღებით შეისწავლეთ.
კვირის ბოლოს საინტერესო მოგზაურობა ან არაფორმალური შეხვედრაა მოსალოდნელი. შესაძლოა ამ შეხვედრამ თქვენს პირად ცხოვრებაზეც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს.
შაბათ-კვირას სიმშვიდე შეინარჩუნეთ და დასვენებისთვის დრო აუცილებლად გამონახეთ.
სასიკეთო დღეები: 2, 7 ნოემბერი
არახელსაყრელი დღე: 5 ნოემბერი
♓ თევზები
შესაძლოა სასიამოვნო მოვლენების ეპიცენტრში აღმოჩნდეთ. პროექტები, რომლებზეც მეგობრებთან ან საყვარელ ადამიანთან ერთად მუშაობდით, წარმატებით დასრულდება. კარგი პერიოდია ცოდნის გასაღრმავებლად, ახალი გამოცდილების მისაღებად და სულიერი განვითარებისთვის.
სამართლებრივ დოკუმენტებთან დაკავშირებულ საკითხებში განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეთ. პირად ცხოვრებაში კი მოერიდეთ კამათს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ბოლომდე დარწმუნებული არ ხართ საკუთარ სიმართლეში.
შაბათ-კვირისთვის ბევრი საქმე არ დაგეგმოთ – უბრალოდ, დაისვენეთ, გამოიძინეთ და ენერგია აღიდგინეთ.
სასიკეთო დღეები: 3, 7 ნოემბერი
არახელსაყრელი დღე: 6 ნოემბერი
თამთა გურული



