ვიდეომსოფლიოხელოვნება

საბავშვო ევროვიზია 2026-ის გამარჯვებული სომხეთი გახდა (ვიდეო)

24 ოქტომბერს მალტაში საბავშვო ევროვიზია 2026 გაიმართა, რომლის გამარჯვებულიც სომხეთის წარმომადგენელი ნარე (Naré, ნარე ქერობიანი) გახდა. 13 წლის მომღერალს წარმატება მოუტანა კომპოზიციამ „Boo!“

ნარემ 202 ქულა მიიღო: ჟიურისგან – 103, ხოლო ონლაინ ხმებით – 99.

ეს სომხეთის მესამე გამარჯვებაა საბავშვო ევროვიზიის ისტორიაში. კონკურსის წესების თანახმად, მომდევნო წლის საბავშვო ევროფესტივალს სომხეთი უმასპინძლებს.

წლევანდელ ევროვიზიაზე 16 ქვეყნის წარმომადგენელები მონაწილეობდნენ.

ქართველმა კონკურსანტმა დავით ლომიძემ მეხუთე ადგილი დაიკავა 145 ქულით (ჟიურისგან – 94 ქულა, ხოლო ონლაინ ხმებით – 51). მან შეასრულა კომპოზიცია „მზე სახურავებზე“ (Sun on the Rooftops). ახალგაზრდა მომღერალი „რანინას“ მეცხრე სეზონის გამარჯვებულია. მისი საკონკურსო სიმღერის მუსიკის ავტორი გიგა კუხიანიძეა, ტექსტი კი ირინა სანიკიძეს ეკუთვნის.

საქართველო საბავშვო ევროვიზიის ოთხგზის გამარჯვებულია (2008, 2011, 2016 და 2024 წლებში), ასეთი შედეგი ჯერჯერობით მხოლოდ საფრანგეთს აქვს.

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close