ჰოროსკოპი

ჰოროსკოპი: კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 7-13 სექტემბერი

7–13 სექტემბრის კვირა დაგეხმარებათ საქმეების მოწესრიგებაში, ფინანსური მდგომარეობის განმტკიცებასა და ურთიერთობების დალაგებაში. ეს პერიოდი პრაქტიკულობითა და მიღებული გადაწყვეტილებების მიმართ პასუხისმგებლობით იქნება გამორჩეული.

სამსახურში სასურველია, შეასრულოთ დაგროვილი დავალებები, გადახედოთ შეთანხმებებს და თავი აარიდოთ ემოციურ დაპირებებს. ოჯახური საკითხები უფრო სწრაფად მოგვარდება, თუ ურთიერთბრალდებების ნაცვლად კონკრეტულ ქმედებებზე ისაუბრებთ.

კვირის ბოლოს მეტი დრო დაგრჩებათ დასვენებისთვის, საოჯახო საქმეებისთვის და ძალების აღსადგენად.

ამ კვირაში ცაზე ორი მნიშვნელოვანი პლანეტარული ასპექტი ჩამოყალიბდება.

12 სექტემბერი – მერკური-ნეპტუნის ოპოზიცია

ეს ინტელექტუალური აქტივობისთვის ერთ-ერთი რთული ასპექტია. საკითხების შეფასებისას შესაძლოა გაურკვევლობა და დაბნეულობა გამოიკვეთოს. ადამიანებს შორის ურთიერთობებში კი მოსალოდნელია გაუგებრობები და ინფორმაციის არასწორად აღქმა. ამ დღეს უმჯობესია, ნაჩქარევი დასკვნების გამოტანას მოერიდოთ.

ასპექტის სიმბოლური მნიშვნელობა კომუნიკაციის დარღვევა და აზროვნების პროცესში შეფერხებაა. შესაძლოა შეუსაბამობა წარმოიქმნას ნათქვამსა და იმ მნიშვნელობას შორის, რომელსაც სხვები ამ სიტყვებს მიანიჭებენ. ადამიანი გამოთქვამს იდეას, მაგრამ მისი სიტყვების ინტერპრეტაცია იმდენად იცვლება, რომ თავდაპირველი აზრის ამოცნობა რთულდება.

12–13 სექტემბერი – მერკური-პლუტონის ტრინი

წინა ასპექტისგან განსხვავებით, ეს ტრინი ინტელექტუალურ გამჭრიახობას აძლიერებს. აზროვნება უფრო თანმიმდევრული ხდება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გადაწყვეტილებები ფაქტებს ეფუძნება. ადამიანების შეფასება ამ პერიოდში შეიძლება მკაცრი, მაგრამ სამართლიანი იყოს.

მკვლევრებსა და მეცნიერებს საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის კარგი შანსი ექნებათ. ინფორმაციის მოძიება და გადამოწმება უფრო სწრაფად მოხერხდება. სავაჭრო აქტივობაც შეიძლება გაიზარდოს.

ადამიანებს შორის ადვილად მყარდება ურთიერთგაგება. ეს ხელსაყრელი ასპექტია ანალიტიკური კვლევისა და ახალი აღმოჩენებისთვის. ამ თვალსაზრისით, კვირის ბოლო შესაძლოა ურთიერთსაპირისპირო ტენდენციების ერთგვარ ნაზავს წარმოადგენდეს.

♈ ვერძი

ამ კვირაში ვერძს კონცენტრირება დასჭირდება. პროფესიულ სფეროში პრიორიტეტების სწრაფად განსაზღვრის უნარი კარგ შედეგს გამოიღებს. მაღალი პროდუქტიულობა საშუალებას მოგცემთ, დაგროვილ ამოცანებს გაუმკლავდეთ.

უმჯობესია, თქვენი გეგმები და განზრახვები ყველას არ გაუზიაროთ. ფრთხილად იყავით კონკურენტებთან, განსაკუთრებით პირად ცხოვრებაში.

შაბათ-კვირა მეგობრებთან და თანამოაზრეებთან შეხვედრის სიხარულს მოგიტანთ.

სასიკეთო დღეები: 10, 12
არახელსაყრელი დღე: 8

♉ კურო

ამ კვირაში ყველაფრისთვის თვალის მიდევნება გაგიჭირდებათ – თქვენ გარშემო ბევრი ახალი საინტერესო ადამიანი და აქტივობა იქნება, შედეგად ახალ გამოცდილებებს შეიძენთ. სამსახურში შესაძლოა სხვისი შეცდომის გამოსწორება დაგჭირდეთ.

ფინანსური საკითხები გონივრულ მიდგომას და ზედმეტი ხარჯების თავიდან აცილებას მოითხოვს. გაუზიარეთ თქვენი ენერგია და კარგი განწყობა სხვებს – ამ გზით ახალი მეგობრების შეძენაც შეგიძლიათ.

თავგადასავლებისა და მოგზაურობის სურვილი ძლიერი იქნება. მოგზაურობამ შესაძლოა საინტერესო შეხვედრამდე მიგიყვანოთ.

შაბათ-კვირას შეეცადეთ, საყოფაცხოვრებო საკითხები მოაგვაროთ და მშვიდ გარემოში დასვენებაც მოახერხოთ.

სასიკეთო დღეები: 9, 11
არახელსაყრელი დღე: 12

♊ ტყუპი

ენერგიითა და ენთუზიაზმით იქნებით სავსე. შუა კვირაში შესაძლოა ემოციებითაც გადაიტვირთოთ. ინიციატივა და კრეატიულობა თქვენს საქმიანობას ახალ იმპულსს მისცემს. შესაძლოა დაიწყოთ პროექტები, რომლებიც წარმატებასა და მნიშვნელოვან მოგებას მოგიტანთ.

გრძელვადიანი გეგმების ნაწილი შეიძლება არარეალური აღმოჩნდეს. მოერიდეთ იმპულსურ ხარჯებს. პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენებია მოსალოდნელი.

შაბათ-კვირას საყვარელ ადამიანთან გულახდილმა საუბარმა შეიძლება გადაჭრას პრობლემა, რომელიც დიდი ხანია გაწუხებთ.

სასიკეთო დღეები: 7, 12
არახელსაყრელი დღე: 9

♋ კირჩხიბი

ამ კვირაში ბიზნესპარტნიორებთან კომუნიკაციამ და ერთობლივმა პროექტებმა შესაძლოა დროის უმეტესი ნაწილი წაგართვათ. მოერიდეთ საკუთარ თავზე ზედმეტი ინფორმაციის გაზიარებას – შესაძლოა ეს ინფორმაცია თქვენ წინააღმდეგ გამოიყენონ.

სატელეფონო ზარები, ინფორმაციის დიდი ნაკადი და მოლაპარაკებები მკაფიო და თანმიმდევრულ სამოქმედო გეგმას მოითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დროისა და ენერგიის შედეგიანად განაწილება გაგიჭირდებათ.

კვირის ბოლოს მოერიდეთ კოლეგებისა და უფროსის კრიტიკას.

შაბათ-კვირა კარგი განწყობით ჩაივლის. იმედიანად შეხვდებით მომავალ კვირას.

სასიკეთო დღეები: 8, 11
არახელსაყრელი დღე: 7

♌ ლომი

ამ კვირაში ლომებს ინიციატივის გამოჩენა და საკუთარი ძლიერი მხარეების წარმოჩენა მოუწევთ. პროფესიულ სფეროში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სამუშაოს კარგად შესრულება, არამედ შედეგების სათანადოდ წარმოჩენაც.

ფინანსური მდგომარეობა საკმაოდ ხელსაყრელად გამოიყურება. ბიზნესში წარმატება ნელა მოვა, მაგრამ გრძელვადიანი იქნება, რაც თავდაჯერებულობას შეგმატებთ.

პირად ცხოვრებაში მეტი ყურადღება მიაქციეთ პარტნიორის მოსაზრებებს. აკონტროლეთ გაღიზიანება, რადგან ის არ გამოგადგებათ არც პროფესიულ და არც პირად ურთიერთობებში.

შაბათ-კვირას, სავარაუდოდ, გულახდილი საუბარი გექნებათ შვილებთან.

სასიკეთო დღეები: 11, 13
არახელსაყრელი დღე: 8

♍ ქალწული

ქალწულებისთვის ეს კვირა პრაქტიკული გადაწყვეტილებებისა და პოზიციების თანდათანობით გაძლიერების დრო იქნება. პროფესიულ ცხოვრებაში შესაძლოა ისეთი დეტალი შეამჩნიოთ, რომელიც სხვებს გამორჩათ.

ფინანსური მდგომარეობა კონტროლს დაექვემდებარება, თუ წინასწარ დაგეგმილ ბიუჯეტს დაიცავთ. ურთიერთობებში უმჯობესია, მეტი ყურადღება პრაქტიკულ ქმედებებს დაუთმოთ.

მიზნებისკენ სწრაფვა მრავალი დაბრკოლების გადალახვაში დაგეხმარებათ, თუმცა ნუ გადააჭარბებთ საკუთარ შესაძლებლობებს.

შაბათ-კვირას მოერიდეთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებსა და ცხოვრებაში უეცარი ცვლილებების შეტანას. შესაძლოა დაუპატიჟებელი სტუმრებიც გესტუმრონ.

სასიკეთო დღეები: 7, 9
არახელსაყრელი დღე: 11

♎ სასწორი

ამ კვირაში კომუნიკაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება. შესაძლოა სამყაროს ახალი კუთხით შეხედოთ და ძველი იდეები ახალი ენერგიით გააცოცხლოთ.

თქვენი საქმიანობა დადებითი შთაბეჭდილებას მოახდენს საზოგადოებაზე, თუმცა არ იჩქაროთ საკუთარი გეგმების გამჟღავნება.

ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გმართებთ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე საერთო ხარჯებს ეხება. ურთიერთობებში კი პატიოსნება და შეთანხმების მიღწევის სურვილი უმნიშვნელოვანესი იქნება. პირად ცხოვრებაში საინტერესო მოვლენებს ელოდეთ.

შაბათ-კვირას უმჯობესია, დრო მარტო ან უახლოეს ადამიანებთან ერთად, მშვიდ გარემოში გაატაროთ.

სასიკეთო დღეები: 10, 12
არახელსაყრელი დღე: 7

♏ მორიელი

მორიელებო, ნუ ჩაიკეტებით საკუთარ შინაგან სამყაროში! ეს კვირა ხელსაყრელია მნიშვნელოვანი მოლაპარაკებებისა და მომგებიანი გარიგებებისთვის.

კვირის შუა პერიოდში შესაძლოა მიიღოთ შემოთავაზება, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის თქვენს ფინანსურ შესაძლებლობებს. თქვენი ოპტიმიზმი სიმშვიდის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ როგორც თქვენ, ისე თქვენს საყვარელ ადამიანებს.

გაუზიარეთ თქვენი შემოქმედებითი გეგმები და იდეები უფროსსა და საყვარელ ადამიანებს – აუცილებლად გამოჩნდება ვინმე, ვინც მათ განხორციელებაში დაგეხმარებათ.

შაბათ-კვირას კარგი დროა რემონტის დასაწყებად, სახლში ავეჯის გადასალაგებლად ან, სულ მცირე, ზოგადი დასუფთავებისთვის.

სასიკეთო დღეები: 11, 13
არახელსაყრელი დღე: 9

♐ მშვილდოსანი

მშვილდოსნებმა შესაძლოა კვირის დასაწყისშივე მიიღონ შეთავაზება, რომელიც სამსახურს, მოგზაურობას ან ახალ პროექტს უკავშირდება.

პროფესიულ სფეროში ინიციატივის გამოჩენა სასარგებლო იქნება, თუმცა მოერიდეთ ისეთი რამის დაპირებას, რომლის დროულად შესრულებაც გაგიჭირდებათ.

თქვენი ფინანსური მდგომარეობა შესაძლოა დამატებითი შემოსავლის ან წარმატებული შეთანხმების წყალობით გაუმჯობესდეს. ურთიერთობებში მეტი ყურადღება გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ.

შაბათ-კვირა კარგი დროა საინტერესო ადამიანებთან დასაკავშირებლად და შესახვედრად. მოუსმინეთ სხვადასხვა მოსაზრებას ერთსა და იმავე საკითხზე და დასკვნები თავად გამოიტანეთ.

სასიკეთო დღეები: 9, 12
არახელსაყრელი დღე: 7

♑ თხის რქა

ახლა არ არის თქვენი ამბიციების დემონსტრირების დრო – ზედმეტი თავდაჯერებულობა კარგს არაფერს მოგიტანთ. ოთხშაბათს ეცადეთ, სამსახურში ზედმეტად არ გადაიტვირთოთ.

თქვენი გეგმები და განზრახვები საიდუმლოდ შეინახეთ – ასე მათი წარმატებით განხორციელების შანსს გაზრდით. დამოუკიდებლადაც კარგად გაართმევთ თავს დასახულ ამოცანებს.

ფინანსური სტაბილურობა მაღალი იქნება, თუმცა სასურველია, დიდი ხარჯები წინასწარ დაგეგმოთ. ურთიერთობებში საჭიროა სერიოზული საუბარი მომავალთან დაკავშირებულ საკითხებზე.

შაბათ-კვირას ეცადეთ, კონტაქტები მინიმუმამდე დაიყვანოთ, რადგან შესაძლოა ზედმეტად დამღლელი აღმოჩნდეს.

სასიკეთო დღეები: 8, 11
არახელსაყრელი დღე: 9

♒ მერწყული

ცხოვრებისეული გამოცდილებისა და ლოგიკის გამოყენებით ყურადღებით გააანალიზეთ მიმდინარე მოვლენები. ნუ იხელმძღვანელებთ მხოლოდ ემოციებით ან სხვების მოსაზრებებით. ეცადეთ, თავი შეიკავოთ კოლეგებისა და მეგობრების ღია კრიტიკისგან.

კვირის შუა პერიოდი კარგი დროა ახალი სამსახურის მოსაძებნად ან კარიერული მიმართულების შესაცვლელად. ფინანსურ საკითხებს სიფრთხილით მოეკიდეთ. პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებებია მოსალოდნელი.

შეეცადეთ, შაბათ-კვირა ოჯახთან ერთად ბუნებაში გაატაროთ და ენერგიით დაიმუხტოთ.

სასიკეთო დღეები: 9, 11
არახელსაყრელი დღე: 10

♓ თევზები

ამ კვირაში თევზებმა ყურადღება ურთიერთობებზე უნდა გაამახვილონ და ემოციური ენერგია გონივრულად მართონ. პროფესიულ სფეროში მნიშვნელოვანია ინფორმაციის ფრთხილად გადამოწმება, ჭორებს ნუ დაეყრდნობით.

ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებამდე კარგად დაფიქრდით და ემოციებს ნუ აჰყვებით.

ეს ხელსაყრელი დროა დაშვებულ შეცდომებზე დასაფიქრებლად და მათ გამოსასწორებლად, განსაკუთრებით პირად ცხოვრებაში. ეცადეთ, ნებისმიერ ვითარებაში შეინარჩუნოთ სიმშვიდე და წონასწორობა.

სასიკეთო დღეები: 7, 9
არახელსაყრელი დღე: 8

თამთა გურული

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close