ჰოროსკოპი

ჰოროსკოპი: კვირის ასტროლოგიური  პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 6-12 ოქტომბერი

ამ კვირაში ცაზე სამი მნიშვნელოვანი პლანეტარული ასპექტი ჩამოყალიბდება. 7 ოქტომბერს მერკური-პლუტონის კვადრატი ინტენსიურ ინტელექტუალურ აქტივობასთან ასოცირდება. იმ ადამიანების აზროვნებაში, რომელთა ჰოროსკოპზეც ეს ასპექტი მოქმედებს, შეიძლება გამოვლინდეს სარკაზმი და კრიტიკული დამოკიდებულების გაძლიერება. შესაძლოა, ჭორები და კონფლიქტები გაიზარდოს. მოსალოდნელია ბევრი კონტაქტი და მოგზაურობა, რომლებიც, ძირითადად, სტრესულ გარემოში ხდება.

8 ოქტომბერს ვენერა-იუპიტერის სექსტილი ერთ-ერთი საუკეთესო ჰარმონიული ასპექტია, რომელიც დაკავშირებულია თქვენს პირად ცხოვრებასა და ფინანსებში კეთილდღეობასთან. ამ ასპექტის დროს რომანტიკული შეხვედრები შეიძლება ჰარმონიულად განვითარდეს და გრძელვადიანი პოტენციალი ჰქონდეს. ნიშნობა, ქორწილები და იუბილეები ხელსაყრელია. ბიზნესში შესაძლებელია ახალი პროექტების დაწყება. ფინანსური ტრანზაქციები შეიძლება წარმატებული იყოს და ეს კარგი დროა ინვესტიციებისა და შესყიდვებისთვის.

11 ოქტომბერს ვენერა-სატურნის ოპოზიცია თქვენი პირადი ცხოვრებისთვის რთული პერიოდია. შესაძლოა მარტოობის გრძნობა გაგიჩნდეთ. რომანტიკულ ურთიერთობებში გრძნობები შეიძლება გაცივდეს და შესაძლოა თვითიზოლაციის სურვილი დაგებადოთ. ასევე, შესაძლოა, ფინანსური სახსრების დეფიციტი წარმოიშვას და ფულის დაზოგვის აუცილებლობის წინაშდე დადგეთ.

Nostal.ge  გთავაზობთ რეკომენდაციებს, რომლებიც დაგეხმარებათ სამოქმედო გეგმის შედგენაში და ამ კვირის მაქსიმალურად გამოყენებაში.

ვერძი

ვერძისთვის ყოველკვირეული ჰოროსკოპი აქტიურ რიტმზე მიუთითებს: მოლაპარაკებები, ახალი გამოწვევები და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. სამსახურში თამამად შესთავაზეთ ხელმძღვანელობას ახალი იდეები – მათ კარგი რეაქცია მოჰყვება. შესაძლოა, მნიშვნელოვანი მოვლენები მოხდეს, რაც თქვენს ოჯახსა და საყვარელ ადამიანებზე იმოქმედებს. მოერიდეთ საკუთარ თავზე ზედმეტად ბევრი რამის თქმას საუბრებში ან სოციალურ მედიაში, რადგან ეს შეიძლება ჭორების საბაბი გახდეს. პირად ცხოვრებაში ნუ იჩქარებთ დასკვნების გამოტანას, კარგად დაფიქრდით და ისე იმოქმედეთ.

შაბათ-კვირის მოახლოებასთან ერთად დამატებითი შემოსავლის შესაძლებლობები გაჩნდება.

სასიკეთო დღეები: 8, 11.

არასასიკეთო დღე: 9.

კურო

ამ კვირის დასაწყისში კარიერული საკითხები  წინა პლანზე წამოიწევს. სამსახურში  შეძლებთ კოლეგების პატივისცემისა და მხარდაჭერის მოპოვებას. მთავარია, თავი აარიდოთ რისკზე წასვლას და სხვის საქმეებში არ ჩაებათ,  წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენს დავალებას ვერ შეასრულებთ. სამშაბათი, სავარაუდოდ, უპრეცედენტო ენერგიით სავსე დღე იქნება და ბევრი რამის გაკეთებას შეძლებთ. პრაქტიკული საქმიანი გადაწყვეტილებები შეუმჩნეველი არ დარჩება. არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაუზიაროთ თქვენი სამომავლო გეგმები უცნობებს ან არ უნდა ჩაერიოთ მათ პირად საქმეებში.

შაბათ-კვირა წარმატებული იქნება, მაგრამ საოჯახო საქმეებით სავსე.

სასიკეთო დღეები: 7, 12.

არასასიკეთო დღე: 8.

ტყუპი

ეს კვირა განსაკუთრებით ხელსაყრელი დროა მათთვის, ვისაც მუზა სჭირდება თავის საქმეში. თქვენი კრეატიულობა თაყვანისმცემლებს გაგიჩენთ და მყარ შემოსავალს მოგიტანთ. შესაძლებელია, შთაგონება დაგეხმაროთ რთული პრობლემის შემოქმედებითი გადაწყვეტის პოვნაში, ორიგინალური რამის შექმნაში. ეს ხელსაყრელი დროა თქვენი პროფესიული ზრდისთვის. სავარაუდოა პაემნები, საინტერესო შეხვედრები მეგობრებთან და გამოცდილებისა და შთაბეჭდილებების გაზიარება. ამ კვირის დევიზია: არაფერი ზედმეტი, ისაუბრეთ მხოლოდ მნიშვნელოვან საკითხებზე და მხარდაჭერას იგრძნობთ იქიდანაც კი, საიდანაც არ მოელით. როდესაც ურთიერთობებში გულწფელობა მთავრი შტრიხია, ეს ნდობას აძლიერებს.

შაბათ-კვირას დრო მეგობრებთან ერთად გაატარეთ,  ეს სიხარულს მოგიტანთ.

სასიკეთო დღეები: 6, 11.

არასასიკეთო დღე: 10.

კირჩხიბი

ეს კვირა  კირჩხიბებისთვის მოვლენებით იქნება დატვირთული, განსაკუთრებით კომუნიკაციისა და სამსახურის სფეროებში. ენერგიის მოზღვავებას, მოქმედებისა და ლიდერობის სურვილს იგრძნობთ. გაძლიერდება ფინანსური და ინტიმური საკითხები. შესაძლებელია წარსულთან დაკავშირებული ემოციური აფეთქებები. შეიძლება მოგეძალოთ ძველი კავშირების გაწყვეტის, სხვა ქალაქში გადასვლის ან საბოლოოდ ხმამაღლა და თავდაჯერებულად საკუთარი თავის დამკვიდრების სურვილი. სიყვარულს რაც შეეხება, ეს კვირა ხელსაყრელია ემოციური სიახლოვის გასაძლიერებლად.

შაბათ-კვირას ძალისხმევა არ დაიშუროთ და კარგად დაისვენეთ, გადით ბუნებაში და აღფრთოვანდით შემოდგომის ფერებით.

სასიკეთო დღეები: 9, 11.

არასასიკეთო დღე: 7.

ლომი

ამ კვირაში თქვენს ცხოვრებაში დადებითი ცვლილებებია მოსალოდნელი – ვარსკვლავები ახალ შესაძლებლობებსა და აღიარებას გპირდებიან. ბიზნესში ლიდერობას გამოიჩენთ და თანამშრომლობის შემოთავაზებას მიიღებთ. პირად ცხოვრებაში შესაძლებელია რომანტიკული მომენტები. ოთხშაბათს გამოიჩინეთ უკიდურესი სიფრთხილე – ეს არ არის ხელსაყრელი დღე ჯგუფური აქტივობებისთვის, ინტენსიური კომუნიკაციისა და პროფესიული ზრდისთვის. მნიშვნელოვანია გახსოვდეთ: ზოგჯერ კონფლიქტი შეგიძლიათ თქვენს სასარგებლოდ მიმართოთ. მერკური გავლენას ახდენს თქვენს პარტნიორობაზე და გაიძულებთ დაფიქრდეთ, არის თუ არა თქვენს ურთიერთობაში ყველაფერი გულწრფელი და გამჭვირვალე.

კვირის ბოლოს თქვენს პირად ცხოვრებაში ჰარმონია შემოვა – ვენერა სასიამოვნო შეხვედრებითა და ალერსიანი სიტყვებით გაგანებივრებთ.

სასიკეთო დღეები: 10, 11.

არასასიკეთო დღე: 8.

ქალწული

ქალწულებისთვის კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ხელსაყრელია: შესაძლებელია ფინანსური და ორგანიზაციული საკითხების მოგვარება. ურთიერთობები ჰარმონიული იქნება და საყვარელი ადამიანებისგან მხარდაჭერას მიიღებთ. შუა კვირაში ფრთხილად იყავით -შესაძლოა თქვენს ზურგს უკან ინტრიგები დახლართონ. საკმარისი დრო დაუთმეთ საკუთარ სახლს და შექმენით მყუდრო ატმოსფერო. მეგობრობასა და კომუნიკაციაში აქტივობის მოზღვავებას იგრძნობთ. საყვარელი ადამიანების მოვლა კი სტაბილურობის განცდას შეგიქმნით.

შაბათ-კვირას საინტერესო ნაცნობობა გელდებათ, რაც ახალ პერსპექტივებს გაგიხსნით.

სასიკეთო დღეები: 7, 12.

არასასიკეთო დღე: 9.

სასწორი

ეს კვირა შეიძლება გამოწვევებით სავსე და წინააღმდეგობრივი იყოს. სხვადასხვა დავალების გამო გადატვირთული იქნებით და ვერ გადაწყვეტთ, საიდან დაიწყოთ, თუმცა შესაძლოა გამოჩნდეს მფარველი ან ახალი ხელმძღვანელი, რომელიც ბევრ რამეს გასწავლით. მოგიწევთ გადაწყვეტილების მიღება, რომელიც თქვენს მომავალზე იმოქმედებს. ცვლილებები პირად ცხოვრებაშიც გელით. ეს კარგი დროა მოლაპარაკებებისთვის, კრეატიულობისა და თვითგანვითარებისთვის.

კვირის ბოლოს სასიამოვნო სიურპრიზი გელით – წარმატებული საუბარი ან შეხვედრა, რომელიც შთაგონებით აგავსებთ და ცხოვრების სიმარტივეს შეგახსენებთ.

სასიკეთო დღეები: 10, 12.

არასასიკეთო დღე: 6.

მორიელი

შეწყვიტეთ ღრუბლებში ფრენა, შეუძლებელზე ოცნება; უმჯობესია, მიწაზე დაეშვათ, აქაც ბევრი რამის ნახვაა შესაძლებელი. კარიერაში ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების შანსი გექნებათ. იყავით დიპლომატიური, ეძებეთ კომპრომისი და კარგ ფულს გამოიმუშავებთ. პირად ურთიერთობებში ყურადღება მიაქციეთ დეტალებს, ეს ნდობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.  პარასკევს შესაძლებელია სასიამოვნო საჩუქარი ან სიურპრიზი. მოსალოდნელია კარგი ამბები შორიდან ან რომანტიკული შეხვედრები.

შაბათ-კვირას თუ არ იმოგზაურებთ, დრო მეგობრებთან შეხვედრას დაუთმეთ.

სასიკეთო დღეები: 8, 10.

არასასიკეთო დღე: 7.

მშვილდოსანი

ეს კვირა შეიძლება თქვენთვის ღრმა და გარდამქმნელი იყოს. თქვენ გარშემო მყოფი ადამიანები გაგაოცებენ, ფინანსებზე, ვალებზე ან ემოციურ სიახლოვეზე დაგაფიქრებენ. მოერიდეთ მარტო ყოფნას, ნუ მოგერიდებათ სოციალიზაცია, მით უმეტეს, რომ უფრო ხშირად უნდა დაესწროთ მნიშვნელოვან საქმიან შეხვედრებსა და შეკრებებს. სამშაბათს ნუ შეეწინააღმდეგებით თქვენს ინტუიციას, დიდი შანსია, კარიერაში ახალ დონეზე ახვიდეთ. ურთიერთობებში მნიშვნელოვანია, პარტნიორის მიმართ ყურადღება გამოიჩინოთ. შესაძლოა, ძველი ურთიერთობის დასრულება ან არასაჭირო ვალდებულებებისგან გათავისუფლება დაგჭირდეთ.

ამ შაბათ-კვირას დაგეგმეთ პიკნიკი ქალაქგარეთ.

სასიკეთო დღეები: 7, 11.

არასასიკეთო დღე: 9.

თხის რქა

ეს კვირა კარგია დაბრკოლებების გადასალახად. თქვენი ძალისხმევა წარმატებული იქნება და შეძლებთ მიმდინარე პრობლემების ჭაობიდან თავის დაღწევას და უფრო სასიამოვნო საქმიანობაზე ფოკუსირებას. მნიშვნელოვანია, თავი აარიდოთ ზედმეტ აურზაურსა და ჭორებს. ეცადეთ, არავის მისცეთ ცარიელი დაპირებები ან არ მიატოვოთ დაწყებული პროექტები. კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად ურთიერთობებში სიმშვიდე შეინარჩუნეთ. ოჯახისადმი ყურადღების მიქცევა ნდობის განმტკიცებას შეუწყობს ხელს. შესაძლებელია მნიშვნელოვანი საუბრები და პირად ცხოვრებაში გარდამტეხი მომენტებიც კი.

შაბათ-კვირას გააკეთეთ ის, რაც გსიამოვნებთ – ეს დაგეხმარებათ ენერგიის აღდგენაში.

სასიკეთო დღეები: 7, 9.

არასასიკეთო დღე: 6.

მერწყული

ამ კვირაში საკმაოდ საშიშია ეგოცენტრიზმის გამოვლენა. თქვენ, რა თქმა უნდა, ქების ღირსი ხართ, მაგრამ ნუ მიეცემით საკუთარი თავით აღტაცებას. მიმოიხედეთ გარშემო, თქვენს წრეში ვიღაცას თქვენი დახმარება დასჭირდება. ოთხშაბათს ნუ გადადებთ პირადი საკითხების მოგვარებას; მეორე დღისთვის გადადებული უმნიშვნელო საკითხი მოგვიანებით აუტანელ ტვირთად იქცევა. პირად ცხოვრებაში ეს კვირა საინტერესო მოვლენებითა და ემოციებით იქნება დატვირთული.

შაბათ-კვირა იდეალურია სუფთა ჰაერზე განტვირთვისა და დასვენებისთვის.

სასიკეთო დღეები: 10, 11.

არასასიკეთო დღე: 7.

თევზები

ამ კვირაში თქვენი წარმატება დამოკიდებული იქნება თქვენი არჩევანის სისწორესა და სანდო კოორდინირებულ მოქმედებებზე. ყველაფრის კონტროლი გაგიჭირდებათ და შესაძლოა ქაოსის განცდა წარმოიშვას. შესაძლებელია მოტყუება და ინფორმაციის დამახინჯება. მეტი თავისუფალი დრო დაუთმეთ ოჯახს და შვილებს. ბიზნესში ენდეთ თქვენს ინტუიციას – ის სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ. პირად ცხოვრებაში ჰარმონია თქვენს გახსნილობაზეა დამოკიდებული.

კვირის ბოლოს შეიძლება რაიმე სასიამოვნო შეიძინოთ ან თავდაჯერებულობა გაიძლიეროთ. ეს დრო შესანიშნავ შესაძლებლობას გაძლევთ მეგობრებთან და თანამოაზრეებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად – მოსალოდნელია სასიამოვნო შეხვედრები და მოულოდნელი ალიანსები.

სასიკეთო დღეები: 9, 12.

არასასიკეთო დღე: 8.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close