მსოფლიოქართველები უცხოეთში

ესპანეთი აღმოსავლეთიდან სამხრეთამდე იწვის – რას ჰყვებიან ემიგრანტები ტყის ხანძრების გააქტიურებასთან დაკავშირებით

ესპანეთი ცეცხლის ალშია გახვეული – ევაკუირებული 10 000-ზე მეტი მოქალაქე და განადგურებული საცხოვრებელი სახლები, ისტორიული ძეგლები და 150 000 ჰექტარზე მეტი ტერიტორია. კრიტიკული ვითარებიდან გამომდინარე, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ხანძრის ქრობის პროცესში დამატებით 500 სამხედრო ჩაერთო.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს მაღალი ტემპერატურა, ძლიერი ქარი და რთული რელიეფი აძნელებს.

მასშტაბურ ხანძრებს, რომლის მსგავსი ევროპას ბოლო 20 წლის განმავლობაში არ ახსოვს, ესპანეთში 10-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ათობით მოქალაქე და მეხანძრე-მაშველი საავადმყოფოებშია გადაყვანილი.

ესპანეთის ხელისუფლებამ სტიქიის ზონიდან 10 ათასზე მეტი ადგილობრივი და ტურისტი გაიყვანა. მოქალაქეების ნაწილი კი საცხოვრებელ სახლებს საკუთარი სურვილით ტოვებს.

შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ესპანეთში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა „ქრონიკასთან“ ისაუბრეს.

„26 წელია ესპანეთში ვცხოვრობ, კონკრეტულად ქალაქ ბარსელონაში. ეს ხანძრები იყო ხშირი და ასეთი შემთხვევები ყოფილა, თუმცა რაც წელს ხდება, რომ ესპანეთი აღმოსავლეთიდან სამხრეთამდე იწვის, ასეთი რაღაც მე პირადად არ მახსოვს. ყველგან არის ინფორმაცია, მეტროში თუ ავტობუსის გაჩერებებზე – ყველგან წერია და გამოკრულია რეკომენდაციები. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ საელჩოსთან, საელჩოს Facebook გვერდზე ამ ინფორმაციას რეგულარულად წერენ“, – განაცხადა ესპანეთში მცხოვრებმა ნათია ბურდულმა.

 

საქართველოს საელჩო ესპანეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close