ამინდისაბერძნეთი

როგორი ტემპერატურა იქნება საბერძნეთში უახლოეს დღეებში – მაჩვენებლები ქალაქების მიხედვით

საგანგებო ზომები: დახურული აკროპოლისი, შეჩერებული სამუშაოები და ხანძრები კუნძულებზე

საბერძნეთში ხუთდღიანი სიცხის ტალღაა მოსალოდნელი, თუმცა მეტეოროლოგები მოქალაქეებს ამშვიდებენ: ბერძნებისთვის ეს ექსტრემალურ შემთხვევად ვერ ჩაითვლება – მსგავსი შემთხვევები მათ უკვე ჰქონიათ.

მეტეოროლოგი იანის კალიანოსი აცხადებს, რომ ჰაერის ტემპერატურა, სავარაუდოდ, 43-44°C-ს მიაღწევს. როგორც ის თავის პუბლიკაციაში განმარტავს, სიცხის ტალღა, რომელიც ორშაბათს, 21 ივლისს დაიწყება, „უეჭველად იქნება ამ ზაფხულის წინა ტალღებზე უფრო ძლიერი, თუმცა არა – უპრეცედენტო. ის იქნება საკმაოდ ძლიერი, მაგრამ მსგავს სიტუაციებთან უკვე არაერთხელ გვქონია შეხება“.

მოსალოდნელი ტემპერატურები ძირითადი ქალაქების მიხედვით:

ათენი

  • პარასკევი, 18 ივლისი: 36°C

  • შაბათი, 19 ივლისი: 36°C

  • კვირა, 20 ივლისი: 38°C

  • ორშაბათი, 21 ივლისი: 39-40°C

  • სამშაბათი, 22 ივლისი: 41-42°C

  • ოთხშაბათი, 23 ივლისი: 40-41°C

  • ხუთშაბათი, 24 ივლისი: 41-42°C


თესალონიკი

  • პარასკევი: 34°C

  • შაბათი: 35°C

  • კვირა: 36°C

  • ორშაბათი: 37-38°C

  • სამშაბათი: 38-39°C

  • ოთხშაბათი: 39-40°C

  • ხუთშაბათი: 39-40°C


პატრა

  • პარასკევი: 32°C

  • შაბათი: 32°C

  • კვირა: 34°C

  • ორშაბათი: 35-36°C

  • სამშაბათი: 39-40°C

  • ოთხშაბათი: 37-38°C

  • ხუთშაბათი: 37-38°C


ირაკლიონი (კრეტა)

  • პარასკევი: 32°C

  • შაბათი: 31°C

  • კვირა: 32°C

  • ორშაბათი: 34-35°C

  • სამშაბათი: 37-38°C

  • ოთხშაბათი: 38-39°C

  • ხუთშაბათი: 37-38°C


ლარისა

  • პარასკევი: 36°C

  • შაბათი: 36°C

  • კვირა: 39-40°C

  • ორშაბათი: 41-42°C

  • სამშაბათი: 43-44°C

  • ოთხშაბათი: 41-42°C

  • ხუთშაბათი: 42-43°C


არგოს-ნავპლიო

  • პარასკევი: 38°C

  • შაბათი: 36°C

  • კვირა: 39°C

  • ორშაბათი: 39-40°C

  • სამშაბათი: 41-42°C

  • ოთხშაბათი: 41-42°C

  • ხუთშაბათი: 42-43°C


ლამია

  • პარასკევი: 36°C

  • შაბათი: 34°C

  • კვირა: 39°C

  • ორშაბათი: 41-42°C

  • სამშაბათი: 43-44°C

  • ოთხშაბათი: 41-42°C

ხუთშაბათი: 41-42°C

ექსტრემალური სიცხის ახალი ტალღის გამო საბერძნეთის ხელისუფლება იძულებული გახდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით ე. წ. „კარანტინის მსგავსი“ ზომები შემოიღოს.

მილიონობით ტურისტს, რომლებმაც უკვე დაგეგმეს ზაფხულის არდადეგები საბერძნეთში, ოფიციალურად შეატყობინეს, რომ დღის გარკვეულ საათებში მზეზე ყოფნა შესაძლოა ჯანმრთელობისთვის სახიფათო გახდეს.

ამ ფონზე მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, დროებით შეიზღუდოს მთავარი ღირსშესანიშნაობების მონახულება. კერძოდ, ათენის სიმბოლო – აკროპოლისი ტურისტებისთვის დახურული იქნება სამშაბათის 17:00 საათამდე. ხელისუფლება განმარტავს, რომ ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ვიზიტორებისა და პერსონალის უსაფრთხოების დაცვას ემსახურება.

პარალელურად, საბერძნეთის შრომის სამინისტრომ განკარგულება გასცა, დღის 12:00-იდან 17:00 საათამდე შეწყდეს ღია ცის ქვეშ მიმდინარე ყველა სამუშაო პროცესი – მათ შორის კუნძულებზეც, სადაც ტურისტული აქტივობა განსაკუთრებით ინტენსიურია.

გლობალური კონტექსტი და კლიმატოლოგთა გაფრთხილება

კლიმატოლოგები აღნიშნავენ, რომ საბერძნეთში არსებული ანომალიური სიცხე გლობალური დათბობის შედეგია. რედინგის უნივერსიტეტის პროფესორის, ედ ჰოკინსის განმარტებით, „გლობალური ტემპერატურის მხოლოდ 1°C-იანი მატებაც კი იწვევს ევროპის მასშტაბით სიცხის ტალღების გაძლიერებას 3-4°C-ით.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების მთავრობათშორისი ექსპერტთა ჯგუფი (IPCC) ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კლიმატური ცვლილებები და მსგავსი ანომალიები პირდაპირ კავშირშია ადამიანის საქმიანობასთან.

ხანძრები კრეტაზე და ევაკუაცია

გარდა სიცხისა, ქვეყანას ტყის ხანძრების პრობლემაც აწუხებს. კრეტაზე – ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კურორტზე ძლიერმა ცეცხლმა უკვე მოიცვა დასასვენებელი ზონები. ცეცხლს მაღალი ტემპერატურა და ქარი ამძაფრებს. ზოგიერთ დასახლებაში ტურისტებს სასტუმროების დატოვება სასწრაფოდ მოუხდათ.
ჰოსპიტლები მომზადდა პოტენციური დაზარალებულების მისაღებად, მაშველები კი ხანძრის ჩაქრობას აგრძელებენ.

დანახარჯებით რუსი ტურისტები ლიდერობენ კრიზისის მიუხედავად 

რთული მეტეოროლოგიური პირობების, ხანძრებისა და არსებული პოლიტიკური დაძაბულობის მიუხედავად (მათ შორის, ანტირუსული სანქციების ფონზე), რუსი ტურისტები მაინც აქტიურად სტუმრობენ საბერძნეთს. მეტიც – ისინი დასვენებისთვის გაწეული დანახარჯების მიხედვით პირველ სამეულში მოხვდნენ აშშ-იდან და გერმანიიდან ჩასულ ტურისტებთან ერთად.

ახალი ტენდენცია: ოლეოტურიზმი

ტრადიციულ ტურიზმთან ერთად, ქვეყანაში მზარდია ე. წ. ოლეოტურიზმიც – ანუ გასტრონომიული ტურები იმ რეგიონებში, სადაც ზეითუნის ზეთი იწარმოება.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close