
უჩვეულო FIAT Panda მსოფლიოში ყველაზე ვიწრო მანქანაა და მისი შემქმნელი გინესის რეკორდების წიგნში მოხვედრას აპირებს. ამის შესახებ ვებსაიტი Autoevolution-ი იტყობინება.
პირველი თაობის FIAT Panda-ს უცნაური ვერსია 30 წლის ანდრეა მარაციმ შექმნა, რომელიც მილანის გარეუბანში ავტომობილების ნაგავსაყრელზე მუშაობს. მან გადაწყვიტა, თავისი ქმნილება პავიაში ყოველწლიურ ავტოშოუზე – Pandindo-ზე წარედგინა, რომელიც FIAT Panda-ს მფლობელებს აერთიანებს.
ანდრეა მარაციმ კორპუსს ცენტრალური ნაწილი მოხსნა და ორი გვერდითი კედელი ერთმანეთთან შედუღებით შეაერთა.
გარდა ამისა, მანქანას წინა მხარეს მხოლოდ ერთი ფარი აქვს, ორი პაწაწინა მოხვევის სიგნალი, მაგრამ მაინც ოთხი ბორბალზეა.
ინტერიერის სიგანე მხოლოდ 30 სმ-ია. მარაცის „გოლფ-კარას“ კომპაქტური საჭის და ძალიან ვიწრო სავარძლების დაყენება მოუწია. მანქანა ორადგილიანია – მგზავრს შეუძლია მძღოლის უკან დაჯდომა. გაზის პედალი ადგილზეა დატოვებული, დამუხრუჭების ბერკეტი კი სავარძლის ქვეშაა.
გარდა ამისა, FIAT Panda ახლა ელექტრომობილია. ის აღჭურვილია კომპაქტური 2-ვოლტიანი ძრავათი. მისი მაქსიმალური სიჩქარეა 15 კმ/სთ. მანქანა სრულად ფუნქციონირებს – ის წინ და უკან მოძრაობს, ამუხრუჭებს და ბრუნავს.
ავტომობილმა შეინარჩუნა ორიგინალური დიზაინის მრავალი მახასიათებელი, ხოლო ინტერიერის დიდი ნაწილი უცვლელი დარჩა, მიუხედავად იმისა, რომ 50 სმ სიგანისაა. ასევე ცნობილია, რომ ეს ავტომობილი ხელით არის დამზადებული კლასიკური 1993 წლის Fiat Panda-ს მასალების გამოყენებით.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები