ჰოროსკოპი: კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 23 – 29 ივნისი

ამ კვირაში ცაზე 7 მნიშვნელოვანი პლანეტარული ასპექტი ჩამოყალიბდება, რაც საგრძნობლად აღემატება საშუალო მნიშვნელობას და პლანეტების გავლენის საკმაოდ ჭრელ სურათს ქმნის. პირველი დღეები დაძაბული იქნება, თუმცა მოგვიანებით სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება. 25 ივნისის ახალმთვარეობა ფულის შოვნისა და სურვილების ასრულების ახალ შესაძლებლობას მოგცემთ.
23 ივნისი, მზისა და ნეპტუნის კვადრატი – ამ ასპექტმა შესაძლოა გამოიწვიოს სიცრუე, შეცდომები, ფუჭი განზრახვები. რეკომენდებულია თავი შეიკავოთ მნიშვნელოვანი ქმედებებისგან, რადგან მომავალში შეიძლება საჭირო გახდეს დაშვებული შეცდომების გამოსწორება. არავის მისცეთ თქვენი მოტყუების საშუალება!
24 ივნისი, მზისა და იუპიტერის შეერთება – ეს ასპექტი თვითშეფასებისა და ამბიციების მატებასთან ასოცირდება. იზრდება პატივისცემის გამოხატულებისა და ქების მოთხოვნილება. პირადი ძალისხმევის წყალობით, შეიძლება გაიხსნას ახალი პერსპექტიული მიმართულებები. კარგი ასპექტია ბიზნესის გაფართოებისთვის.
25 ივნისი, მზისა და მარსის სექსტილი – ეს ასპექტი ასოცირდება ენერგიის მატებასთან და შეიძლება ენერგიული აქტივობა გამოიწვიოს. სპორტსმენებს, რომლებსაც ეს ასპექტი შეეხებათ, შეუძლიათ დაამყარონ პირადი რეკორდები და წარმატებით გამოვიდნენ შეჯიბრებებში. პროფესიაში მუშაობის ტემპი შეიძლება დაჩქარდეს, ეფექტიანობის დონე კი გაიზარდოს. კარგი დროა პირდაპირი ქმედებებისთვის, ეჭვებისა და შეფერხებების გარეშე.
26 ივნისი, მერკური-ურანის სექსტილი – ეს ასპექტი უკავშირდება ორიგინალურ შემოქმედებით აზროვნებას და ხელს უწყობს სამეცნიერო კვლევასა და გამოგონებებს. ტექნიკური ნიჭით დაჯილდოებულ ადამიანებს, რომლებზეც გავლენას ახდენს ეს ასპექტი, შეუძლიათ პერსპექტიული გადაწყვეტილებების მიღება. კარგი დროა სწავლისთვის – სასწავლო მასალას უცბად შეითვისებთ და შეიმეცნებთ. შესაძლებელია მნიშვნელოვანი კონტაქტები საინტერესო ადამიანებთან.
27 ივნისი, მერკური-სატურნის ტრინი – ეს ასპექტი ხელს უწყობს აზროვნების სიზუსტეს და ობიექტურობას. ისინი, ვისაც ეს ასპექტი შეეხება, განსჯის გასაოცარ სიღრმეს გამოავლენენ. სიტყვები ფრთხილად უნდა შეარჩიოთ, სანამ აზრს გამოთქვამდეთ. შესანიშნავი დროა ზუსტი მეცნიერებების შესასწავლად, დაგეგმვისა და ინფორმაციის ანალიტიკური დამუშავებისთვის.
28 ივნისი, მერკური-ნეპტუნის ტრინი – ეს ასპექტი ხელს უწყობს ფანტაზიის გაძლიერებას და შეიძლება დადებითად იმოქმედოს მუსიკასთან, მხატვრობასა და პოეზიასთან დაკავშირებულ ხელოვნებაზე. ირგვლივ მყოფებთან კომუნიკაცია რბილდება, ლამაზად გამოიხატება სასიყვარულო გრძნობები.
29 ივნისი, მერკური-პლუტონის ოპოზიცია – ამ ასპექტს შეუძლია დისჰარმონიის შემოტანა ურთიერთობებში. აზროვნება შეიძლება გამჭრიახი იყოს, მაგრამ უარყოფითი ხასიათი აქვს ნაკლოვანებების შემჩნევისა და გარშემო მყოფების მიმართ უსიამოვნო კრიტიკის, სარკაზმისა და ბრაზის გამოხატვისადმი მიდრეკილებით.
კიდევ რა ელით ზოდიაქოს ნიშნებს ზაფხულის პირველი თვის ბოლო კვირას? ამას 23-29 ივნისის კვირის ჰოროსკოპი გვეტყვის.
ვერძი
ეს კვირა ორაზროვანი იქნება. როგორც ჩანს, გარკვეული დრო მოგიწევთ იმ ადამიანებთან კომუნიკაცია, რომლებიც დიდად არ მოგწონთ. სხვების პრობლემებთან აქტიურად გამკლავებისას არ დაგავიწყდეთ, რომ საკუთარი პრობლემებიც გაქვთ გადასაჭრელი. სასურველია, დაიწყოთ თქვენი ხასიათის ზოგიერთი თვისების გამოსწორება, მათ შორის, ისეთების, რომლებიც ხელს გიშლით წარმატებისკენ სვლაში. მეორე მხრივ, საინტერესო ღონისძიებები და შეხვედრები გელოდებათ. შაბათი კარგი იქნება მეგობრული წვეულებისა და დასვენებისთვის, ამ დღეს ყველას ყურადღების ცენტრში მოექცევით და დროს შესანიშნავად გაატარებთ.
კვირას გააანალიზეთ მოვლენების მიმდინარეობა, რათა შესაძლო დაბრკოლებები წინასწარ გათვალოთ.
სასიკეთო დღეები: 25, 28.
არასასიკეთო დღე: 26.
კურო
ამ კვირაში უფრო მეტად გაგიმართლებთ, ვიდრე ოდესმე – რასაც ხელს მოჰკიდებთ, ყველაფერი გამოგივათ, თუმცა შესაძლოა, დროის ნაკლებობასთან დაკავშირებული პრობლემები წარმოიშვას. უბრალოდ, ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს, რათა მოგვიანებით არ ინანოთ. მიზანდასახული ხართ, სავსე ძალითა და ოპტიმიზმით და, რაც ძალიან სასიამოვნოა, საერთოდ არ ხართ მიდრეკილი მელანქოლიისკენ. გამოავლინეთ თქვენი შემოქმედებითი პოტენციალი, პრაქტიკაში გამოიყენეთ თქვენი უნარები. ამ კვირაში შეძლებთ დიდი ხნის პრობლემის მოგვარებას და საოცარ შვებას იგრძნობთ.
შაბათ-კვირას მეტი ყურადღება და მზრუნველობა გამოიჩინეთ ოჯახის წევრების მიმართ.
სასიკეთო დღეები: 24, 29.
არასასიკეთო დღე: 27.
ტყუპი
ინიციატივა და თავშეკავება ის თვისებებია, რომლებიც სიტუაციის მართვისთვის გჭირდებათ. სასურველია კანონიერი გზებით იმოქმედოთ. ამ კვირაში მოგიწევთ ისწავლოთ საკუთარი თავის, თქვენი ემოციების კონტროლი და ეს არც ისე ადვილი იქნება. შემოქმედებითი და ინტელექტუალური წამოწყებები წარმატებას და მოგებას მოგიტანთ. ახლა მნიშვნელოვანი მიზნისკენ მიიწევთ და გარემოებები თქვენს სასარგებლოდ განვითარდება. შესაძლოა ახლობლები თქვენგან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ელოდებიან, ნუ გაუცრუებთ მათ იმედებს.
შაბათ-კვირა მეგობრების წრეში გაატარეთ, ფრიად საინტერესო ინფორმაციას მიიღებთ.
სასიკეთო დღეები: 25, 27.
არასასიკეთო დღე: 23.
კირჩხიბი
ამ კვირაში სამუშაო წინ წამოიწევს, ბევრი მნიშვნელოვანი საქმე და მოულოდნელი დავალება გექნებათ, მათთან გამკლავებისთვის დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ და თქვენი ხელმძღვანელები დააფასებენ თქვენს მონდომებას. ხუთშაბათს სიტუაციის ადეკვატურად შეფასების უნარი შეიძლება მნიშვნელოვნად შეგიმცირდეთ, ამიტომ ფრთხილად იყავით, კარგი იქნება, თუ ყველაფერს ხელახლა შეამოწმებთ. პარასკევს ადვილად მიაღწევთ წარმატებას ბიზნესში, სავარაუდოა ფინანსური მოგება. შაბათს ნებისმიერ საქმეს ადვილად გაართმევთ თავს.
კვირას შეეცადეთ, დრო მშვიდ გარემოში გაატაროთ და კარგად დაისვენოთ.
სასიკეთო დღეები: 27, 28.
არასასიკეთო დღე: 24.
ლომი
ამ კვირაში სიტუაცია აშკარად უკეთესობისკენ შეიცვლება. თითქმის ყველა საქმე წარმატებული იქნება და ხელს შეუწყობს თქვენი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას. თქვენი საქმიანი დამოკიდებულება და სიმშვიდე საშუალებას მოგცემთ სწრაფად გაანალიზოთ და გადაჭრათ დაგროვილი პრობლემები. დროა ახალი გეგმები შეადგინოთ და თავდაჯერებულად შეხედოთ ხვალინდელ დღეს. უკვე იფიქრეთ შვებულების დაგეგმვაზე. ეცადეთ, მეტი დრო დაუთმოთ მეგობრებთან და საყვარელ ადამიანებთან ინტენსიურ კომუნიკაციას.
კვირის ბოლოს ახალი პერსპექტივები გამოგიჩნდებათ.
სასიკეთო დღეები: 23, 27.
არასასიკეთო დღე: 24.
ქალწული
ამ კვირაში მოგიწევთ გარშემო მყოფებს აჩვენოთ, რისი გაკეთება შეგიძლიათ. შესაძლოა მოგიხდეთ როგორც საკუთარი ინტერესების, ისე თქვენი მეგობრების, ოჯახის წევრების ან ბიზნესპარტნიორების ინტერესების დაცვაც კი. თქვენი მონდომება და აქტიურობა საშუალებას მოგცემთ, გეგმებისა და იდეების უმეტესობა განახორციელოთ. თუმცა არ უნდა იჩქაროთ და ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთება არ უნდა სცადოთ. მოგვიანებით უფრო მეტი ენერგია დაგჭირდებათ, ახლა კი უმჯობესია, ლოდინის რეჟიმი აირჩიოთ.
შაბათ-კვირას, სავარაუდოდ, საყვარელი ადამიანებისგან უსაფუძვლო პრეტენზიებს მოისმენთ.
სასიკეთო დღეები: 26, 29.
არასასიკეთო დღე: 25.
სასწორი
ამ კვირაში თითქმის ყველაფერში წარმატებას მიაღწევთ, რასაც წამოიწყებთ. ეცადეთ, ხელმძღვანელობასთან კარგი ურთიერთობა შეინარჩუნოთ, რადგან თქვენი რამდენიმე პრობლემის გადაწყვეტა შესაძლოა მათზე იყოს დამოკიდებული. სამსახურში კოლეგებთან ურთიერთობისას იყავით კორექტულები. ყველა უშვებს შეცდომებს და ცხოვრებისეული სიბრძნე იმაში მდგომარეობს, რომ არ გაიმეოროთ ისინი, არ შეხვიდეთ მანკიერ წრეში, არამედ დადებითი გამოცდილება მიიღოთ პრობლემებისა და სირთულეებისგანაც კი. სასიამოვნო ცვლილებები გელოდებათ პირად ცხოვრებაში.
შეეცადეთ შაბათ-კვირას ბუნებაში გახვიდეთ და კარგად დაისვენოთ.
სასიკეთო დღეები: 26, 27.
არასასიკეთო დღე: 24.
მორიელი
ეს კვირა ხელსაყრელია სამუშაოსთვის, მოგების მიღებისა და ავტორიტეტის მოპოვებისთვის. გადამწყვეტი მოქმედებისთვის, უბრალოდ, ძალების მობილიზება დაგჭირდებათ, მაგრამ დასვენებაც არ დაგავიწყდეთ. ეცადეთ, სამუშაო გრაფიკი თავისუფალი გქონდეთ, ეს თქვენს შემოქმედებითობაზე დადებითად აისახება. წინ შესანიშნავი პერიოდია, სავსე სასიამოვნო სიურპრიზებითა და მოულოდნელი მოვლენებით, თქვენი განწყობა მაშინვე გაუმჯობესდება. საყვარელ ადამიანს რომანტიკული პაემანი დაუნიშნეთ.
მეტი დრო დაუთმეთ ოჯახს და შვილებს. ეს განსაკუთრებით შაბათ-კვირას ეხება.
სასიკეთო დღეები: 23, 28.
არასასიკეთო დღე: 25.
მშვილდოსანი
ამ კვირაში ეგოცენტრიზმი თქვენი სტილი არ არის. რა თქმა უნდა, ქების ღირსი ხართ, მაგრამ მხოლოდ საკუთარი თავით აღფრთოვანებით არ უნდა დაკავდეთ. მიმოიხედეთ ირგვლივ, მოულოდნელად თქვენი წრის წარმომადგენელს თქვენი დახმარება, მხარდაჭერა, პრაქტიკული რჩევები დასჭირდება. ბევრის გაცემით შეგიძლიათ ელოდოთ, რომ სანაცვლოდაც ბევრს მიიღებთ. ეცადეთ, დახმარებაზე უარი არ თქვათ, თუკი დახმარება შეგიძლიათ. თავად არ უნდა გადადოთ აქტუალური პრობლემების გადაჭრა, ხვალისთვის გადადებული უბრალო წვრილმანი მოგვიანებით აუტანელ ტვირთად გადაიქცევა.
კვირის ბოლოს საინტერესო ახალი ნაცნობობა გელოდებათ.
სასიკეთო დღეები: 25, 28.
არასასიკეთო დღე: 27.
თხის რქა
ამ კვირაში ძალით, დიდი ოსტატებითა და ენერგიით იქნებით სავსე. ნუ იტყვით უარს მომგებიან შემოთავაზებებზე. ახლა თქვენთვის ხელსაყრელი დროა. ეცადეთ, არ იკამათოთ ბიზნესპარტნიორებთან და კოლეგებთან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი შეიძლება თქვენ წინააღმდეგ გამოვიდნენ, რაც საერთო საქმისთვის საზიანო იქნება. დროა შეუერთდეთ ახალ კოლექტიურ ქმედებებს და სხვადასხვა გზით აჩვენოთ თქვენი საქმიანი თვისებები და შესაძლებლობები. არავის უნდა გაუმხილოთ კონფიდენციალური ინფორმაცია. ეცადეთ, დაუმთავრებელი საქმეები დაასრულოთ.
შაბათ-კვირა ხელსაყრელი დროა ურთიერთგაგებისა და საყვარელ ადამიანებთან კომუნიკაციისთვის, ეს შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გაუშვათ.
სასიკეთო დღეები: 24, 25.
არასასიკეთო დღე: 27.
მერწყული
ამ კვირაში სამსახურში შესაძლებელია კონფლიქტური სიტუაციები. მოუსმინეთ ინტუიციის ხმას და საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდებით. მნიშვნელოვანი მოგებაა შესაძლებელი ენერგიულ პარტნიორებთან ერთობლივი საქმიანობიდან. ნუ აიღებთ საკუთარ თავზე სხვის პრობლემებს, ნურაფერს გადადებთ სხვა დროისთვის. გაიცანით ახალი ადამიანები, დაიწყეთ ახალი პროექტები.
კვირის ბოლოს მეგობრებთან ერთად მოაწყვეთ პიკნიკი აგარაკზე. მეტი დრო დაუთმეთ სახლსა და საყოფაცხოვრებო პრობლემებს.
სასიკეთო დღეები: 25, 29.
არასასიკეთო დღე: 23.
თევზები
უახლოეს დღეებში თქვენი ძველი პრობლემების ორიგინალური გადაწყვეტები მოიძებნება. ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა გააცნობიეროთ, რომ თითქმის ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული. კარგი პერიოდია სულიერი ძიებებისა და სასიყვარულო თავგადასავლებისთვის. ამ კვირაში, სავარაუდოდ, ახალი, მაღალანაზღაურებადი სამუშაოს შემოთავაზება გექნებათ. უფროსის კეთილგანწყობა დაგეხმარებათ კარიერულ კიბეზე ასვლაში. ერთდროულად რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის გადაჭრას ნუ ეცდებით. რეალისტურ პრობლემებს გაუმკლავდით და ჰაერში ციხე-კოშკებს ნუ ააშენებთ.
შეეცადეთ შაბათ-კვირა ბუნებაში გაატაროთ.
სასიკეთო დღეები: 24, 27.
არასასიკეთო დღე: 25
თამთა გურული
კომენტარები