ევროვიზია 2025-ის ფინალისტები ცნობილია – ვინ აირჩია მაყურებელმა? (ვიდეო)
საქართველოს წარმომადგენელი მარიამ შენგელია ფინალში ვერ გადავიდა

15 მაისს ევროვიზიის სიმღერის კონკურსის მეორე ნახევარფინალურ შოუზე მე-10 ნომრით წარდგა საქართველოს წარმომადგენელი მარიამ შენგელია და შეასრულა საკონკურსო სიმღერა Freedom.
ევროფესტივალის მეორე ნახევარფინალში 16 ქვეყანა მონაწილეობდა. მომღერალთა გამოსვლის შემდეგ ჟიურიმ შემოსული ხმები დაითვალა და ფინალში გადამსვლელები გამოაცხადა. სამწუხაროდ, მათ შორის არ აღმოჩნდა საქართველოს წარმომადგენელი მარიამ შენგელია.
მეორე ნახევარფინალიდან ფინალში გადავიდნენ: ლიეტუვა, ისრაელი, სომხეთი, დანია, ავსტრია, ლუქსემბურგი, ფინეთი, ლატვია, მალტა და საბერძნეთი.
პირველი ნახევარფინალიდან კი დიდ ფინალში მონაწილეობის მისაღებად მაყურებელმა აირჩია: პოლონეთი, ესტონეთი, უკრაინა, შვედეთი, ნორვეგია, პორტუგალია, ალბანეთი, ნიდერლანდები, სან მარინო და ისლანდია.
სულ კონკურსში 37 ქვეყანა მონაწილეობდა.
შეგახსენებთ, რომ კონკურსის წესების მიხედვით, ნახევარფინალიდან ფინალში გადასვლას მხოლოდ მაყურებელი წყვეტდა და ხმის მიცემაში ჟიურის მონაწილეობა არ მიუღია.
ევროვიზია 2025-ის ფინალურ კონკურსზე 17 მაისს 26 ქვეყნის წარმომადგენლები იმღერებენ. 20 ქვეყანა – პირველი და მეორე ნახევარფინალის გამარჯვებულები, „დიდი ხუთეულის“ ქვეყნები (ესპანეთი, იტალია, გერმანია, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი) და მასპინძელი ქვეყანა შვეიცარია ფინალში ავტომატურად გადავიდნენ.
შეგახსენებთ, რომ ბუკმეკერები გამარჯვებას შვედეთს უწინასწარმეტყველებენ (42%), რომლის სახელითაც ფინური ტრიო KAJ გამოდის. ბუკმეკერების რეიტინგში მეორე ადგილზეა ავსტრია (21%)
ნახეთ მარიამ შენგელიას გამოსვლა ევროვიზიის კონკურსის მეორე ნახევარფინალში.
კომენტარები